საიდან ფინანსდებიან მართლმადიდებელი ეკლესიები - მსოფლიოს 15 ავტოკეფალური ეკლესიის დაფინანსების პრინციპი

საიდან ფინანსდებიან მართლმადიდებელი ეკლესიები - მსოფლიოს 15 ავტოკეფალური ეკლესიის დაფინანსების პრინციპი

მსოფლიოში არსებული 15 მართმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიების დაფინანსების წყაროები ბევრისთვის უცნობია, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მათი უმეტესობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამ საკითხზე უფრო ვრცლად AMBEBI.GE-სთან თეოლოგი ბექა მინდიაშვილი საუბრობს.

- იმ ქვეყნებში, სადაც მართმადიდებელი ეკლესია არის წამყვანი რელიგიური კონფესია, როგორიც არის რუსეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, სერბეთი, კვიპროსი და საქართველო, მართმადიდებელი ეკლესია ბიუჯეტიდან პირდაპირი დოტაციის გზით ფინასდება.

იმ ქვეყნებში, სადაც მართმადიდებლური ეკლესია აღიარებულია ან გათანასწორებულია სახელმწიფო ეკლესიის სტატუსთან, როგორიც არის მაგალითად საბერძნეთი, სასულიერო პირებს ბიუჯეტიდან ხელფასებს უხდიან. სერბეთშიც ანალოგიური მდგომარეობაა, სადაც სასულიერო პირების ხელფასები ფინანსდება. ასევე, ამ ქვეყნებში ეკლესიები გათავისუფლებულია გადასახადებისაგან და ამავდროულად ეს არის იმის მიზეზი, რომ ეკლესიები ამ ქვეყნებში დიდი ბიზნესკორპორაციები არიან.

მაგალითად, სერბეთის მართმადიდებლური ეკლესია თავის ქვეყანაში მესამე ბიზნესკორპორაციაა ბიზნესის წარმატების თვალსაზრისით. ეს არის იმის მიზეზი, რომ ამ ეკლესიებში ე.წ. შავი ბუღალტერია, კორუფცია ჰყვავის და ესა თუ ის ეპარქია მუდმივი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება ხოლმე. სასულიერი პირების მიმართ მუდმივად საქმეებია აღძრული და არის შემთხვევები, როდესაც უკანონო საქმის ან ფინანსური ოპერაციების გამო აკავებენ ზოგიერთ მათგანს.

- რამდენად მართებულია, როცა ეკლესია ბიუჯეტიდან ფინანსდება?

- ეს არის როგორც მართმადიდებელი ეკლესიების, ასევე ზოგადად იმ რელიგიური ორგანიზაციების უზარმაზარი პრობლემა, რომლებიც სახელმწიფოსთან ფინანსურად ასე მჭიდროდ არიან დაკავშირებული. ამას გარდა, ეს არის პრობლემა დისკრიმინაციის, რადგან ის ადამიანები, რომლებიც არ წარმოადგენენ მართმადიდებლურ ეკლესიას ან ათეისტები არიან, ან თუნდაც მართმადიდებლები არიან, მაგრამ დაფინანსების ამგვარ პრაქტიკას ეწინააღმდეგებიან, ფაქტობრივად თავიანთი შემოსავლებიდან უხდიან გადასახადს იმ რელიგიურ გაერთიანებას, რომლისადმიც არ აქვთ სიმპათია ან რომელსაც არ მიეკუთვნებიან, ეს დისკრიმინაციულ მდგომარეობას იწვევს.

რაც შეეხება სხვა ეკლესიებს, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყანაში უცმირესობაში არიან, ისინი ხშირად ფინანსდებიან საშემოსავლო გადასახადების მეშვეობით, ანუ როდესაც მოქალაქე იხდის იმ რელიგიური გაერთიანებისთვის შესაბამის თანხას, რომელსაც ის მიეკუთვნება. მაგალითად გერმანიაში ასეთი პრაქტიკაა დამკვიდრებული, თუკი ვარ პროტესტანტი, ჩემი შემოსავლებიდან ვუხდი პროტესტანტულ ეკლესიას, თუ ათეისტი ვარ, შემიძლია გადასახადზე უარი ვთქვა და ა.შ.

ამ ქვეყანაში სახელმწიფო თავისი გადაწყვეტილების მიხედვით არ საზღვრავს, ვის უნდა გადაუხადოს და ვის არა, როგორც ჩვენთან, სადაც სახელმწიფოს მხრიდან დოტაციური გადასახადი ეკლესიის დაფინანსების ყველაზე მავნებლური ფორმაა იმიტომ, რომ ეს არის ერთი მხრივ ბერკეტი სახელმწიფოს ხელში, რომ აკონტროლოს ეკლესია, მეორე მხრივ ეს არის დისკრიმინაციისა და შავი ბუღალტერიის წყარო.

- შესაძლებელია თუ არა დაფინანსების ამგვარი ფორმის შეცვლა?

- ამერიკის შეერთებულ შტატებში არცერთი რელიგიური გაერთიანება არ ფინანსდება, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში შეიძლება ითქვას, რელიგიური ორგანიზაციები ყველაზე ძლიერია და თეოლოგიური და მორალური თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მართმადიდებელი ეკლესიაც ეკლესიათა შორის არის ამერიკის მართმადიდებელი ეკლესია, რომელიც ბიუჯეტიდან არც ერთ კაპიკს არ იღებს.

აშშ-ში 2005 წლიდან შემოიღეს რელიგიური გაერთიანებების დაფინასების ერთგვარი ირიბი ფორმა, რომლითაც ფინანსდება არა რელიგიური გაერთიანებები, არამედ ფინანსდება რელიგიური გაერთიანებების მიერ განხორციელებული საქველმოქმედო ჰუმანიტარული პროგრამები, ოღონდ ესეც იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ამ დაფინანსებისთვის გრანტს მოიპოვებენ.

მე პირადად მიმაჩნია, რომ არანაირი ფინანსური კავშირი სახელმწიფოსთან რელიგიური გაერთიანებებისა არ უნდა არსებობდეს იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ეს იწვევს ეკლესიის ღირებულებათა კარდინალურ ცვლას, რადგან რელიგიურ გაერთიანებაში ფული მთავარი ფასეულობა ხდება, დარწმუნებული ვარ ყველა მორწმუნე ადამიანს სახელმწიფოს ამგვარი ურთიერთობა ეკლესიასთან ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის, - ამბობს ბექა მინდიაშვილი.

რაც შეეხება საქართველოს საპატრიარქოს ბიუჯეტს, შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოც იმ ქვეყნების სიაშია, სადაც ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. როგორც ცნობილია, 2015 წლის ბიუჯეტიდან საპატრიარქო 25 მილიონი ლარით დაფინანსდა.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია