18 წლის გოგონას საკუთარი დის ქმარი დაესხა თავს... - მისი სიტყვები ცრემლებს მოგგვრით

18 წლის გოგონას საკუთარი დის ქმარი დაესხა თავს... - მისი სიტყვები ცრემლებს მოგგვრით

ამ გოგონას რეშმა ჰქვია. 18 წლის ინდოელი გოგონა მაისის ბოლოს გახდა ძალადობის მსხვერპლი - საკუთარი დის ქმარი დაესხა თავს და მჟავა შეასხა (შურისძიების ამგვარი ფორმა, უარყოფილი მამაკაცების თუ მოქიშპე ქალების მხრიდან "აპრობირებულია" ინდოეთსა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში). გოგონას სახე სრულიად დაუმახინჯდა, ცალი თვალი დაკარგა, მეორე კი ნახევრად სულ ღია დარჩა. საწყალი გოგონა დღემდე მუმბაის საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს.

"მე აქ ვარ, რომ ყველა გოგონას ვუჩვენო, როგორ წაისვას იდეალურად წითელი პომადა, - ასე იწყებს ვიდეოში საუბარს რეშმა, - თავდაპირველად გამოიყენეთ ჯაგრისი, რომ მკვდარი კანის ნარჩენები მოიცილოთ. ამ ილეთის მეშვეობით ტუჩები უფრო მკვეთრი გახდება".

ამის მერე რეშმა პომადის წასმას იწყებს... "სად შეიძლება კარგი პომადის ყიდვა? იქვე, სადაც მჟავის - აფთიაქში ან ჩვეულებრივ მაღაზიაში..."

ინდოეთში ისევე ადვილად ხელმისაწვდომია დამნაშავეთათვის მჟავა, როგორც გოგონებისთვის პომადა. თითქმის ყოველდღე ერთი ქალი მაინც ხდება თავდასხმის მსხვერპლი...

ეს საშინლად რეალისტური სოციალური ვიდეორგოლია ლოზუნგით: "შექმენი სიყვარული და არა იარები!" და ადამიანებს მოუწოდებს, ხელი მოაწერონ პეტიციას, რათა მჟავა არ იყოს ასე ხელმისაწვდომი ინდოეთში.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია