ლარზე საშემოდგომო შეტევა იწყება?!

ლარზე საშემოდგომო შეტევა იწყება?!

ბოლო რამდენიმე თვეა ქვეყანაში უცხოური ინვესტიციები და ტურისტული ნაკადი გაიზარდა, ექსპორტის ვარდნა მცირდება, საგადასახდელო ბალანსი უმჯობესდება, ლარს კი საშველი არა და არ დაადგა. ამიტომაც ხალხში, ეროვნულ ბანკთან ერთად, ხელისუფლებისადმი ნდობა სულ უფრო და უფრო ეცემა.

ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 1 დოლარის ღირებულება 2,3876 ლარია. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, "ბლუმბერგის" პლატფორმაზე კი გუშინ 1 დოლარი 2,42 ლარს გადასცდა. შესაბამისად, ბანკები და ვალუტის გადამცვლელი პუნქტები დოლარს 2,41-2,44 ლარის ფარგლებში ყიდიან. არადა, რამდენიმე დღის წინ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა თავდაჯერებულად განაცხადა, რომ არსებული ეკონომიკური მდგომარეობა ვალუტის გაუფასურების საფუძველს აღარ იძლევა. მისი მტკიცებით, ეკონომიკაში არსებულმა შოკმა და მოლოდინმა ეროვნულ ვალუტაზე უკვე მოახდინა ზეგავლენა.

"ჩვენი ინფორმაციით, ეკონომიკაში არსებულმა შოკმა და მლოდინმა უკვე მოახდინა ზეგავლენა ეროვნულ ვალუტაზე და ლარის კურსზე მოქმედი სავალუტო შემოდინებების დანაკლისი უკვე ასახულია იმპორტის დინამიკაში. ეს ნიშნავს იმას, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ჩვენ კურსის დამატებით მერყეობას არ ველოდებით. რეგიონის მიმდინარე გეოპოლიტიკური პრობლემები, ბუნებრივია, საქართველოზეც ახდენს გავლენას, თუმცა უკვე არსებული და დღეისათვის ცნობილი შესაძლო შოკი უკვე არის ასახული არსებულ კურსში", -აღნიშნა მესტვირიშვილმა. აქედან გამომდინარე, ეროვნულ ბანკში ადასტურებენ, რომ ლარის გაუფასურებაზე ეკონომიკური ზეწოლა ამოწურულია. მაშინ რა სჭირს ეროვნულ ვალუტას და რას აკეთებს ამისათვის მთავარი საბანკო სტრუქტურა? "რეზონანსი" შეეცადა, ამ კითხვაზე პასუხი თავად ეროვნული ბანკიდან მიეღო, თუმცა ტრადიციულად სებ-ში "რეზონანსის" კითხვებს თავი აარიდეს და ამჯერადაც მედიისგან დამალვა ამჯობინეს.

ცოტა ხნის წინათ, როდესაც "ბლუმბერგზე" ეროვნული ვალუტის გაუფასურება პიკს აღწევდა, ეკონომისტი მიხეილ დუნდუა მოსახლეობას არწმუნებდა, რომ აჟიოტაჟს არ აჰყოლოდნენ და დოლარი არ ეყიდათ, ვინაიდან ლარი გამყარებას დაიწყებდა და ისინი წაგებული დარჩებოდნენ. იგივეს ამბობდა მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც ახლა დიდ დიპლომატიაში ცდის ბედს. მიხეილ დუნდუა ამჯერადაც დარწმუნებულია, რომ კურსი აჟიოტაჟურია და დოლარის ფასი ისევ თავქვე დაეშვება. მისი აზრით, ეროვნული ვალუტის გაუფასურების არანაირი ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს, ერთადერთი ფაქტორი ეროვნული ბანკის მიმართ კომერციული ბანკების დავალიანების მკვეთრი ზრდაა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია