11 სექტემბრის ტერაქტის ამსახველი ფოტოები, რომლებიც აქამდე არ გავრცელებულა

11 სექტემბრის ტერაქტის ამსახველი ფოტოები, რომლებიც აქამდე არ გავრცელებულა

ათი წლის წინ "ალ ქაიდას" მიერ გაწვრთნილმა 19-მა ადამიანმა ამერიკაში კოორდინირებული ტერორისტული შეტევა განახორციელა. ტერაქტის გეგმის გამომუშავებას რამდენიმე წელი დასჭირდა.

ტერორისტებმა ერთდროულად დაიპყრეს ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი და მათი დახმარებით ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობების განადგურებას აპირებდნენ. სამმა თვითმფრინავმა მიზანს მიაღწია, მეოთხე პენსილვანიაში მდელოზე ჩამოვარდა.

ერთ დღეში ამ აქტებმა 57 ქვეყნის მცხოვრები 3000-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაღუპულთაგან ოთხასზე მეტი მეხანძრე, პოლიციელი და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები არიან.

11 სექტემბრის ტერაქტის ახალი ფოტოები "ტყუპი ცათამბჯენების" დაცემის მომენტს დეტალურად, სრულიად ახალი რაკურსებით ასახავს. ეს ფოტოები პოლიციის თვითმფრინავითაა გადაღებული და ABC News-ს სულ ახლახანს ჩუვარდა ხელში.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია