"ღამეებს გაპარტახებულ, ბინძურ სასტუმროებში ათევენ" - ანტალიაში დასასვენებლად მყოფი საქართველოს მოქალაქეები უკან დაბრუნებას ვერ ახერხებენ

"ღამეებს გაპარტახებულ, ბინძურ სასტუმროებში ათევენ" - ანტალიაში დასასვენებლად მყოფი საქართველოს მოქალაქეები უკან დაბრუნებას ვერ ახერხებენ

ტურისტული კომპანია Alltours-ის მიერ თურქეთში, საკურორტო ქალაქ ანტალიაში დასასვენებლად გამგზავრებული საქართველოს მოქალაქეები უკან დაბრუნებას ვერ ახერხებენ. "ინტერპრესნიუსს" დაუკავშირდნენ მგზავრები, რომლებიც აცხადებენ, რომ როდესაც მათი უკან დაბრუნების დრო მოვიდა, ანტალიაში უკან გამოსამგზავრებელი თვითმფრინავი არ დახვდათ.

მათივე განმარტებით, მიზეზად დაუსახელეს, რომ კომპანია Alltours-მა "აირზენას" არ გადაურიცხა თანხა და შესაბამისად თვითმფრინავიც არ გაფრინდა მათ წამოსაყვანად.

"ტურისტულ კომპანიაში ტელეფონს არ პასუხობენ. უპატრონოდ მიტოვებული ტურისტები ამაოდ ცდილობენ ინფორმაციის მიღებას. მათ ღამეების გათენება უწევთ ქუჩაში და გაპარტახებულ ბინძურ სასტუმროებში. სანამ კომპანია ზარებს პასუხობდა, კლიენტებს აძლევდა ყალბ იმედს, რომ თვითმფრინავი მალე გამოფრინდებოდა", - აცხადებენ მგზავრები.

ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი, მაია მჭედლიშვილი "იმედთან" სატელეფონო საუბარში პრობლემას ადასტურებს.

"კი, რეალურად არის იქ ფინანსური პრობლემა. რეისზე დავალიანება არის დარჩენილი და ამ დავალიანების გამო ავიაკომპანია არ ასრულებს რეისს", - განაცხადა მაია მჭედლიშვილმა და აღნიშნა, რომ თვითმფრინავი 14:00 საათზე გაფრინდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია