"ლარის კურსზე ეკონომიკური პრობლემების გავლენა ამოწურულია" - სავალუტო სპეკულაციები აშკარა და ნათელია

"ლარის კურსზე ეკონომიკური პრობლემების გავლენა ამოწურულია" - სავალუტო სპეკულაციები აშკარა და ნათელია

მაკროეკონომიკური მაჩვენებლები საგრძნობლად უმჯობესდება, ეროვნული ვალუტა კი თვალდათვალ ეცემა. სავალუტო სპეკულაციების შედეგი სახეზეა. სპეციალისტების განცხადებით, არსებულ სიტუაციაში ლარის გადარჩენის ბერკეტები მხოლოდ ეროვნულ ბანკს გააჩნია, თუმცა სებ-ის პოლიტიკა ლარის კურსზე მხოლოდ უარყოფითად მოქმედებს.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მთავრობამ დღემდე ვერ შეძლო ეროვნულ ბანკთან არსებული პრობლემის მოგვარება. ოთხშაბათს ეროვნულმა ბანკმა კომრეციულ ბანკებს დამატებით 106 მილიონი ლარის ერთდღიანი რეფინანსირების სესხები მიაწოდა და ვალუტის მკვეთრი გაუფასურება ისევ დაიწყო. გუშინდელი ოფიციალური მონაცემებით, 1 დოლარის ღირებულებამ 2,40 ლარს გადააჭარბა. სავალუტო ბაზარზე კი დოლარის შესყიდვა 2,44-2,45 ლარად იყო შესაძლებელი. როგორ ცნობილია, ლარის კურსი "ბლუმბერგის~" სავაჭრო პლატფორმაზე ყალიბდება. გუშინ ამერიკის დროით დაახლოებით 3 საათზე "ბლუმბერგის" სისტემაში ლარმა მკვეთრი გამყარება დაიწყო და ეს პროცესი 2,5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2,02 ლარის ნიშნულზე ჩამოვიდა, ამის შემდეგ კი ისევ მკვეთრი ვარდნა მოხდა - 2,42 ლარამდე, რამდენიმე წუთის შემდეგ კურსი ისევ 2,367-მდე ჩამოვიდა და შემდეგ ისევ საწყის მაჩვენებელს დაუბრუნდა. გაჩნდა ეჭვი, რომ სწორედ ამ პერიოდში სავაჭრო სისტემაში რაღაც მაქინაცია გათამაშდა.

ეროვნული ვალუტის გაუფასურებით შეწუხებული მოსახლეობა მთელი დღის განმავლობაში "ბლუმბერგის" სისტემას არის მიშტერებული და ხედავს, რომ ასეთი მკვეთრი ამპლიტუდა არც ისე იშვიათია. ეს ფაქტი ორი მიზეზით აიხსნება - ტექნიკური პრობლემა და სპეკულაციები. თუმცა, ისეთ მაღალი დონის სავაჭრო სისტემაში, როგორიც "ბულმბერგია" რამდენად დასაშვებია ხშირი ტექნიკური ხარვეზი, რომელიც ხანდახან 2-3 საათის განმავლობაში გრძელდება. "ასეთი ნახტომისებური ცვლილებები ადრე უფრო ხშირად იყო. ეს ფაქტი ტექნიკური პრობლემებით აიხსნა. ან მართლა ტექნიკური ხარვეზია, ან სპეკულაცია. მე არც ერთის დამტკიცება არ შემიძლია, მაგრამ ეჭვი რომ არსებობს, ამას ვადასტურებ", - ამბობს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე.

ერთი რამ ცხადია, დღეს უკვე აბსოლუტურად ყველა ეკონომისტი აღიარებს, რომ ლარის კურსზე ეკონომიკური პრობლემების გავლენა ამოწურულია, თუმცა ვერც ერთი მათგანი ვერ ასაბუთებს, რეალურად რა სჭირს ეროვნულ ვალუტას.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია