ქობულეთში ორი მამაკაცი დაჭრეს

ქობულეთში ორი მამაკაცი დაჭრეს

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ერთ-ერთი მარკეტის მფლობელი დაჭრეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ამ შემთხვევის შემდეგ მოხდა მეორე ინციდენტიც და მარკეტის მეპატრონის შვილმა სავარაუდოდ, დანით ის პირი დაჭრა, ვინც მამამისს ჭრილობები მიაყენა. ორივე დაჭრილი ქობულეთის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია