"თბილისის მიკროავტობუსების" პირველი განცხადება სამარშრუტო ტაქსებში ტარიფის მომატებასთან დაკავშირებით

"თბილისის მიკროავტობუსების" პირველი განცხადება სამარშრუტო ტაქსებში ტარიფის მომატებასთან დაკავშირებით

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსში" სამარშრუტო ტაქსებში სამგზავრო ტარიფის შესაძლო მომატების ფაქტს უარყოფენ. დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 40-თეთრიანი სამარშუტო ტაქსებში მგზავრობის საფასური 10 თეთრით გაიზრდება და 50 თეთრი გახდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თბილისის მიკროავტობუსიდან" აცნობეს, ამ ეტაპზე სამარშუტო ტაქსებში არანაირი გაძვირება არ იგეგმება.

"კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სამარშუტო ტაქსებში სამგზავრო ტარიფი მოიმატებს. არც 80 თეთრიან და არც 40 თეთრიან სამარშუტო ტაქსებში ამ ეტაპზე სამგზავრო ტარიფის არანაირი გაძვირება არ იგეგმება. უცნობია, საიდან წარმოიშვა ეს აზრი", - განაცხადეს კომაპანიაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია