ტაძრები, სვანური კოშკი და წინაპართა საფლავები: როგორ გამოიყურება თანამედროვე სოჭი - ლალი მოროშკინას დღიურები "ქართული სოჭიდან"

ტაძრები, სვანური კოშკი და წინაპართა საფლავები: როგორ გამოიყურება თანამედროვე სოჭი - ლალი მოროშკინას დღიურები "ქართული სოჭიდან"

გასულ კვირას ვწერდით, რომ ლალი მოროშკინა უახლოეს დღეებში სოჭში წასვლას გეგმავდა და ინტერვიუს მსვლელობისას იდეა გაუჩნდა, იქიდან უწყვეტ რეჟიმში რეპორტაჟებს მოგაწვდითო, რაც დავანონსეთ კიდეც. მოროშკინა უკვე სოჭშია და როგორც დაგვპირდა, დედულეთის ნახვის შემდეგ, პირველი შთაბეჭდილებაც "გამოუცხვია", რომელსაც "დღიურები ქართული სოჭიდან" დაარქვა და ექსკლუზიურად "ამბები.გე"-ს გამოუგზავნა.

"ქართული სოჭი"

დღე პირველი

ბედის ირონია აეროპოტიდან დაიწყო...

აღმოჩნდა, რომ ვერც შ. რუსთაველის აეროპორტი და ვერც "კოპიტნარი" ვერ უზრუნველყოფს ძირძველ ქართულ მიწაზე მარტივ და იაფ გადაადგილებას.

- პარიზი გნებავთ? – კი, ბატონო...

- მოსკოვი? – ა, ბატონო...

- ლონდონი და ფრანკფურტი? - რას ამბობთ ბატონო, დღეში სამჯერ.

- სოჭი? და რა არის სოჭი? ხეს გულისხმობთ თუ საღეჭ რეზინს? – არა, ბატონო!

ჰოდა, ჩემს საკუთარ დედულეთში, თბილისიდან რომ 600 კმ.შია, სტამბოლიდან მომიწია მოვლა...

სალვადორ დალი აუცილებლად მიუძღვნიდა ამ ამბავს რაიმე სიურეალუსტურ "კვერცხდენას"... ჩვენ კი რეალობას დავუბრუნდეთ...

მოკლედ, 2 გადაჯდომით და 2 საზღვრის კვეთით, მამა-პაპათა სავანემდე მივაღწიე.

არ დამიწყოთ ახლა, სოჭი პუტინის საყვარელი ქალაქიაო! რას ლსპარაკობთ? მეც ვგიჟდები მონტე-კარლოზე, გვარიც რუსული მაქვს და ვითომ რატომ არ დამესაკუთებინა?

აბა, ამათ სულებს ჰკითხეთ, ვის მიწაში განისვენებენ?

ეს ჩემი ბაბუის, თქვენი ბაბუის და ჩვენი ბაბუების სასაფლაოა...

ალბათ უმრავლესობას კვერცხსაც არავინ უგორებს სააღდგომოდ, რადგან არც იციან, ვისი ჭირისუფლები არიან... კარგად წაიკითხეთ ეს გვარები!!! იქნებ მათი სულები დიდი ხანია თქვენგან სანთლის დანთებას ითხოვენ...

ეს კი სოჭის სვანეთია...

ულამაზესი სიყვარულის ისტორია... ჩხეტიან-ქალდანთა მოდგმა - ქმრის სახელის უკვდავსამყოფად, სოჭის თავზე ამაყად აღმართული სვანური კოშკი და სალოცავი.

ვაგრძელებთ გზას და აი, მშენებარე ეკლესია მოჩანს... და აქაც ქართველების თაოსნობით წმინდა ნიკოლოზის ხსენების ტაძარი მშვენდება.

რაო, ვისიაო ჩემი დედულეთი???

ჩემი სოჭი, ჩემია!

ეს კი ქართული თემის თავკაცი, 9 ქართველის მამა სიმონ უჩაძეა!

რა უნდა? ჩემი თქვენი და ჩვენი კარგად ყოფნა!

თავის პატარა საქართველოში ცხოვრობს და დიდ სითბოს ატარებს...

ეს ის ხალხია საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად აფხაზეთიდან დევნილებს რომ ინახავდნენ... ქუჩას ლესელიძის სახელი შემორჩა...

რა საჭიროა ის ქუჩა, რომელიც ტაძრამდე არ მიგვიყვანს??? გზად 3 გამოვიარეთ და გზის ბოლოში წმინდა ნინოს ეკლესიაა.

ვისია ჩემი დედულეთი?

ჩემი დედულეთი ჩემია...

მცხუნვარე მზე... შავი ზღვიდან მონაბერი ცხელი ჰაერი... ციოდა, დავიღალე და მომშივდა..

არ დამიწყოთ ახლა, სოჭი გადარუსდა და ბარში ხომ არ უნდა მიირთვა ამ სიცხეშიო???

აბა, ამას მოუსმინეთ ქალაქის ცენტრში რას მღერიან?..

მართლაც რამდენი მალოდინე, ჩემო დედა სამშობლო?

ვისია ჩემი დედულეთი?

ჩემი დედულეთი ჩემია!

ეს ჩემი წინაპრების საფლავებია, ეს ჩვენი მიწა-წყალია... აქ ისროლა ჩემმა ბაბუამ ისარი...

მე მიყვარს ჩემი დედულეთი

სოჭი

(ასეთი სოჭი არავინ იცის)

11.09.15

მოამზადა ლალი ფაციამ

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია