"13 ივნისის შემდეგ წვიმის შიში დამჩემდა" - ინტერვიუ თბილისის ზოოპარკის დიზაინერთან

"13 ივნისის შემდეგ წვიმის შიში დამჩემდა" - ინტერვიუ თბილისის ზოოპარკის დიზაინერთან

დღეიდან, 13 ივნისის სტიქიის შედეგად განადგურებული თბილისის ზოოპარკი ახალ სიცოცხლეს შეიძენს. სიმბოლურია, რომ მისი ეს სიცოცხლე 13 სექტემბერს, სტიქიას შეწირული ზოოპარკის მთავარი ძიძა-მომვლელი გულიკო ჭიტაძის დაბადების დღეს იღებს სათავეს (იხილეთ ასევე). გთავაზობთ ინტერვიუს ზოოპარკის დიზაინერ, მხატვარ სოფია თათარაშვილთან, რომელმაც ზოოპარკის დასახმარებლად საკუთარი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოაწყო.

- ზოოპარკის დიზაინერი ვარ, ზოოპარკის თანამშრომლებმა ყველაზე მძიმედ 13 ივნისის ტრაგედია განვიცადეთ. ძალიან მძიმედ მახსენდება და ხშირ შემთხვევაში არც ვსაუბრობ ამ თემაზე. ცრემლების გარეშე ჩემთვის რთულია 13 ივნისის ტრაგედიის გახსენება... იმ საღამოს ჩემს ქუჩაზე შუქი არ იყო, რის გამოც არ ვიცოდი რა ხდებოდა ქალაქში. შემთხვევით წავაწყდი სტატუსს "ფეისბუქზე", - ქუჩაში ლომიაო, - გაზვიადებული ამბავი მეგონა, შემდგომ დამირეკა მეგობარმა და უკვე დავეჭვდი, დავუკავშირდი ჩემს თანამშრომელს და იმ სიტყვების გახსენებაზე, რაც მან მითხრა ცივი ოფლი მასხამს. სულ სამი სიტყვა, რომელიც ძალიან მძიმე და ტრაგიკულია - ზოოპარკი აღარ არის. ადგილზე მისულს გაცილებით უარესი სურათი დამხვდა, ვიდრე წარმომედგინა, ადგილი სადაც რამოდენიმე საათით ადრე სიცოცხლე დუღდა და ბავშვების ჟრიამული ისმოდა, რეალურად აღარ არსებობდა. ყველაფერი ტალახით იყო დაფარული. ზოოპარკის ცხოველების თითქმის ნახევარი დაიხოცა.

გარდაიცვალა ჩვენი სამი საუკეთესო თანამშრომელი, რომლებაც მთელი შეგნებული ცხოვრება ზოოპარკს შესწირეს. წარმოდგენაც არ მინდა იმ საღამოს ხალხმა რა ტანჯვა გამოიარა. 13 ივნისის შემდეგ წვიმის შიში დამჩემდა, წვიმის ხმასთან ერთად განწირული ხმები ჩამესმის ადამიანების და ცხოველების რომლებიც შველას ითხოვენ. 14-ში ზოოპარკში გაწმენდითი სამუშაოებში მონაწილეობის პარალელურად მივხვდი, რომ ეს ჩემი მაქსიმუმი არ იყო და შემეძლო უფრო მეტით დავხმარებოდი ჩემს საყვარელ ზოოპარკს, ამიტომ გადავწყვიტე მომეწყო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა და შემოსული თანხა სრულიად გადამეცა ზოოპარკისთვის, რომელიც მოხმარდებოდა მის რეაბილიტაციას და ცოტათი მაინც შეუმსუბუქებდა იმ მძიმე დღეებს ბ-ნ ზურაბ გურიელიძეს, რომლისთვისაც ზოოპარკი და ცხოველები ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია