ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზის ნაწილი ხვალ გაიხსნება

ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზის ნაწილი ხვალ გაიხსნება

ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზის ნაწილი, რომელიც 13 ივნისის სტიქიამ დააზიანა, ხვალ გაიხსნება. დასკვნით სამუშაოებს დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილე გიორგი სოლომონიასთან და კეთილმოწყობის სამსახურის უფროს ავთანდილ სუდაძესთან ერთად, გაეცნო.

"გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ დავიწყეთ გზის აღდგენა. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა პროექტირება და სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხვალ, 08:00 საათიდან თამარაშვილის ქუჩიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობა გაიხსნება. ავტომანქანებს შეეძლებათ ხილიანზე გადასვლა, ასევე პოლიციის გავლით ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე ასვლა", - განაცხადა დავით ნარმანიამ და დასძინა, რომ 15 სექტემბერს გმირთა მოედნიდან თამარაშვილის მიმართულებით მიმავალი გზის გახსნაც იგეგმება. გაიხსნება ასევე საბურთალოსთან დამაკავშირებელი გვირაბიც.

დავით ნარმანიას თქმით, რომ პროექტზე მუშაობისას გამოსწორდა რამდენიმე დეფექტი, რომელიც საავტომობილო მოძრაობასდამატებით განტვირთავს.

"კერძოდ, გვირაბიდან მომავალი ავტომანქანები, რომელთაც სურთ პოლიციის შენობის გავლით ჭავჭავაძის გამზირზე ასვლა, აღარ შემოვლენ მთავარ მაგისტრალზე და აღარ შეაფერხებენ მოძრაობას. ჩვენ დავამატეთ ახალი ზოლი, რომლის გავლითაც ისინი იმოძრავებენ და პირდაპირ ავლენ პოლიციის შენობასთან", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის განცხადებით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბრის ბოლოს მთლიანად დასრულდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია