მამის შემდეგ შვილი - უტა ივანიშვილი 2016 წლიდან შესაძლოა პოლიტიკაში მოვიდეს

მამის შემდეგ შვილი - უტა ივანიშვილი 2016 წლიდან შესაძლოა პოლიტიკაში მოვიდეს

მამის შემდეგ შვილი - ქართულ პოლიტიკაში კიდევ ერთი ივანიშვილის გამოჩენას ვარაუდობენ. ინფორმაციას ამის შესახებ "პოსტსკრიპტუმი" ავრცელებს. ბიძინა ივანიშვილის შვილის, უტა ივანიშვილის შესახებ კოალიცია ქართულ ოცნებაში აქტიურად მსჯელობენ. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ უტა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა 2016 წლიდან დაიწყება.

არ არის გამორიცხული, რომ ოლიგარქის ვაჟი საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების სიის პირველი ნომერიც იყოს.

როგორც პარლამენტში ფრაქცია ქართული ოცნების ხელმძღვანელი, გია ვოლსკი ამბობს უტა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას კოალიცია 2012 წელსაც გეგმავდა, თუმცა არ გამოვიდა.

23 წლის უტა ივანიშვილი ახლა პარიზში ცხოვრობს და უმაღლესი განათლებაც ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით საფრაგენთის დედაქალაქში მიიღო.

ქართული ოცნება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სიაზე მუშაობას ოქტომბრიდან დაიწყებს და როგორც კულუარებაში ამბობენ, სიის მიღმა ბევრი ძველი სახე დარჩება. პარლამენტში საკუთარ სკამთან გამომშვიდობება დღევანდელი უმრაველოსბის 70 % პროცენტზე მეტს მოუწევს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."