ჟვანიას "ნიღაბი" - რის დამტკიცებას ცდილობენ ამ ფოტოთი გარდაცვლილი პრემიერის მეგობრები

ჟვანიას "ნიღაბი" - რის დამტკიცებას ცდილობენ ამ ფოტოთი გარდაცვლილი პრემიერის მეგობრები

"კვირის პალიტრა", #37 | KVIRISPALITRA.GE

მას შემდეგ, რაც ნაფიცმა მსაჯ­ულებმა ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრებს გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს, ამ საქმეზე ხმაური­ შეწყდა. თუმცა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბურუსით მოცული სიკვდილის გარემოებები დღემდე განხილვის საგანია.

ახლახან ზურას მეგობრებმა­ თავიანთი­ ფო­ტოარქივიდან "კვირის პალიტრას" მიაწოდეს ფოტო, რომელზეც ჟვანია ულვაშით არის. ალბათ, გახსოვთ, ჟვანიას დაცვის ყოფილმა წევრმა მიხეილ ძაძამიამ ნაფიც მსაჯულებს განუც­ხადა, ყოფილი პრემიერი ქალაქში ნიღბით ხშირად დადიოდაო: "ეს ნიღაბი წვერი იყო... ზურას შავი სპორტული ჩანთა ჰქონდა, იქ ელაგა ესენი და როდესაც კონსპირაციულ ბინებში მივდი­ოდით, გაიკეთებდა ამ წვერს, სათვალეს, ქუდს ჩამოიფხატავდა... ამ დროს სასწაული შესახედი იყო".

ჟვანიას ყოფილმა თანაგუნდ­ელმა მარინა­ მოლოდინმა საკ­უთარი არქივიდან ფოტო გადმ­ოგვცა და დასძინა, - სასაცილოა, სატირა­ლი რომ არ იყოს! აი, თურმე ამაზე ლაპ­არაკობდა ძაძამია, რომ ზურა ნიღბით დადიოდა.

- ეს ხომ კარნავალის ფოტოა?

- კი, 2004 წლის საახალწლო კარნავალის­ ფოტოა, სადაც ზურა ამგვარი ნი­ღ­ბით და ჩაცმულობით გამოგვეცხადა. მე ხევსური გოგო ვიყავი, შევარდნაძის ნიღაბი ვის ეკეთა,­ აღარ მახსოვს...­ როცა დაცვის წევრებმა­ ჟვანიას ნიღაბი და ჩაცმუ­ლობა აღწერეს­, გამახსენდა, რომ ზურა ასეთი­ ჩაცმუ­ლობით­ სადღაც მენახა. მე და ხათუნა ხოფ­ერიამ ძაძამიას ვკითხეთ: დაგვი­ზუსტე, სად დადიოდა ზურა ამ ნიღბით, სად შეიძინა ის, კიდევ ვის ახსოვს ეს ჩაცმულობა... ძაძამიამ მხოლოდ იმის თქმა შეძლო, რომ ეს ნიღაბი ზურასთვის ოპერ­იდან გამოიტანა. ჰოდა, გამ­ახსენდა, რომ მაშინ ოპერიდან მხოლოდ ზურამ კი არა, ყველამ გამოვიტ­ანეთ კოსტიუმები. შემდეგ ჩემი ფოტოარქივი­ მოვქექე და ეს ფოტოც ვიპოვე.­ აი, თურმე რას გულისხმობდა სამა­რცხვინო ძაძამია! როცა ვკით­ხეთ, რატომ ვერავინ შენიშნა­ იმ ავბედით ღამეს, როდის შევიდა­ კონსპირაციულ ბი­ნ­აში ზურა, გვით­ხრა, ნიღბით­ ვე­რ­ავინ­ იცნოო. მაგრამ განა ვინმემ­ იმ ღამით (ან სხვა დღე­ე­ბში)­ საბუ­რთალოს 53-ში "არაბი­ შეიხის" შესვლა დაინახა?!­ გამოაქ­ვეყნეთ ეს ფოტო, რათა ყველა­ დარწმუნდეს ჟვანიას დაცვის­ ყოფილი წევრების­ სიცრუეში! ეჭვი აღარ მეპარება, რომ ზურა სხვა ადგილას გარდა­იცვალა, რასაც ეს არამზადები მონდომებით მალავენ.

- იქნებ ზურაბ ჟვანიას სხვა ნიღაბიც ჰქონდა?

- გამორიცხულია! ძაძამიას აღწერა ზუსტად ამ ნიღაბს ემთხვევა, თანაც თქვა, რომ ოპერიდან­ გამოიტანა. კარგად მახსოვს, როდის­ გამოვიტანეთ ოპერიდან ნიღბები.

- ბატონ ზურაბს კონსპირაციული ბინები მართლა ჰქონდა?

- კონსპირაციული ბინები ჰქონდათ სხვა მაღალი თანამდებ­ობის პირებსაც და აქვთ დღესაც. ეს ბუნებრივია. მათ ზოგჯერ შეხ­ვედრებისთვის არაოფიციალური­ გარემო სჭირდ­ებათ, სადაც კედლებს "ყურები არ ექნებათ". დარ­წმ­უნებული­ ვარ, ზურას კონსპი­რაციული ბინა რომც ჰქონოდა­, ნიღბის გარეშე შევიდოდა და კლოუნობას არ დაიწყებდა, რადგან ეს დასამალი არ არის.

განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ