"ლარის თავი" ფინანსურ პირამიდაშია დამარხული?!

"ლარის თავი" ფინანსურ პირამიდაშია დამარხული?!

გასულ კვირას ლარი ისევ მნიშვნელოვნად გაუფასურდა და ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარის ღირებულება 2,41-ლარიან ნიშნულს მიუახლოვდა.

არადა, ხელისუფლებამ სიხარულით გვაუწყა, რომ წლევანდელ მეორე კვარტალში, შარშანდელ იმავე პერიოდთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 81%-ით გაიზარდა. მანამდე კი ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გვამცნო, რომ წინა ზაფხულთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა 10%-ით არის გაზრდილი. გარდა ამისა, შემცირებულია იმპორტი და შესაბამისად, მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე. ამის ფონზე კიდევ უფრო მწვავე ხდება შეკითხვა " სად არის ლარის თავი დამარხული?

ლარის კურსთან დაკავშირებით, გასულ კვირას ერთი საინტერესო შემთხვევაც მოხდა. 10 სექტემბერს, "ბლუმბერგის" სავაჭრო სისტემაში, სადაც სავალუტო ბაზრის ძირითადი მოთამაშეები ერთმანეთში ვაჭრობენ და ლარის კურსი ყალიბდება, ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ ჯერ 2,02 ლარამდე გამყარდა, შემდეგ კი მკვეთრად - 2,42 ლარამდე დაეცა. ამის შემდეგ კიდევ უფრო გახშირდა საუბრები, ხომ არ ხდება ბანკების მხრიდან სპეკულაციები, რაც კურსის გაუფასურებას იწვევს " მით უფრო იმ ფონზე, რომ ქვეყანაში თითქმის ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი გაუმჯობესებულია " ყოველი შემთხვევისთვის, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად.

მიხეილ თოქმაჯიშვილი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი: გაუმჭვირვალეა კომერციული ბანკების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები ბანკთაშორის ბირჟაზე. ეს ინფორმაცია არ არის ადვილად ხელმისაწვდომი, რადგან ამას განსაზღვრული საფუძველიც აქვს და კომერციული ინტერესებიც არის ჩადებული. შესაბამისად, დღეს რომ ლარის კურსის თამაში ასეთი სახით გრძელდება, უპირველესად, ამას სავალუტო ბაზრის ძირითადი მონაწილეები განაპირობებენ, რადგან ეროვნული ბანკი პასიურ როლს თამაშობს. თეორიულად სავსებით შესაძლებელია, საქმე გვქონდეს რაიმე ფინანსურ პირამიდასთან.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია