სად ირიცხება ფული საქართველოდან

 სად ირიცხება ფული საქართველოდან

მიმდინარე წლის ივლისში საქართველოში 93.4 მლნ აშშ დოლარის ფულადი გზავნილი შემოვიდა, რაც თითქმის 32%-ით ნაკლებია, ვიდრე ეს 2014 წლის ივლისში იყო.

საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემცირება ბოლო რამდენიმე წელია შეინიშნება, რისი მიზეზიც ჯერ საბერძნეთის ეკონომიკური კრიზისი, შემდეგ კი რუსეთსა და უკრაინაში განვითარებული მოვლენები იყო. ყველაზე მეტი ქართველი ემიგრაციაში სწორედ ამ ქვეყნებში ცხოვრობს, მუშაობს და იქ გამომუშავებული თანხით საქართველოში დარჩენილ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს არჩენს. შედარებისთვის, 2015 წელს, 7 თვის განმავლობაში საქართველოში საზღვარგარეთიდან ჯამში დაახლოებით 632 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, მაშინ როდესაც გასული წლის იმავე 7 თვეში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 100 მილიონი დოლარით მეტი იყო. თუმცა, ფულადი გადარიცხვები სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოდანაც ხორციელდება და ეს თანხა სულ უფრო იზრდება, ისევე როგორც იზრდება იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც საქართველოდან ფული გადის. მაგალითად, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოდან "ტრადიციული" ქვეყნების გარდა ფულადი გადარიცხვები ხორციელდება ტანზანიის გაერთიანებულ რესპუბლიკაში, განაში, სენეგალსა და ნეპალში. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საკმაოდ მსხვილი - 20 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის გადარიცხვა განხორციელდა უზბეკეთში. უზბეკეთში მცხოვრები ქართველების რა მოგახსენოთ, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიით, ეს შესაძლოა პროსტიტუციაში ჩართული უზბეკი მოქალაქეების ჯამაგირის ნაწილიც კი იყოს...

გიორგი კეპულაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელი: "როცა ფულად გზავნილებზე ვსაუბრობთ, საყოფაცხოვრებო თემებამდე დავდივართ. რა მიზნით შეიძლება გადარიცხონ ადამიანებმა ფული საზღვარგარეთ საქართველოდან? საქართველოდანაც ფულადი გზავნილი მეტწილად იმ ქვეყნებში გადის, სადაც ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს­. ეს არის რუსეთის ფედერაცია, უკრაინა, საბერძნეთი და თურქეთი. როგორც ჩანს, ქართველი ემიგრანტები არა მხოლოდ იქიდან უგზავნიან ფულს აქ მყოფ ახლობლებს, არამედ აქედანაც გარკვეული ტრანზაქციები ხორციელდება. ზოგი, მაგალითად, სწავლის ფულს უგზავნის უცხოეთში მყოფ ოჯახის წევრს, ზოგსაც რაიმეს შეძენა ან ვალის დაბრუნება სურს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია