"ეზოში ბავშვები თამაშობენ ყოველდღიურად და სულ საფრთხის ქვეშ არიან" - "სამიკიტნოების ქუჩა" თბილისში, სადაც ყველაფერი ინგრევა

"ეზოში ბავშვები თამაშობენ ყოველდღიურად და სულ საფრთხის ქვეშ არიან" - "სამიკიტნოების ქუჩა" თბილისში, სადაც ყველაფერი ინგრევა

ფიროსმანის ქუჩა, რომელიც დანგრევის პირასაა, ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებას ელის. ტერიტორია, სადაც ფიროსმანის მუზეუმი და ძველი თბილისის დროინდელი დუქნები და სამიკიტნოები უნდა აშენებულიყო, დანგრევის პირასაა.

აღნიშნულ ინიციატივაზე მსჯელობა თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატის, რიმა ბერაძის ინიციატივით, დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში თებერვლის თვეში დაიწყო. 7 თვის შემდეგაც ფიროსმანის ქუჩის ბინადრები გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებზე საუბრობენ. ამბობენ, რომ დანგრევის პირას მყოფ სახლებსა და შენობებში ცხოვრობენ.

"გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ. გამგეობაშიც შევიტანეთ განცხადება და გვითხრეს, ბიუჯეტი არ არისო", - აცხადებენ ადგილობრივები.

"ჩემი სახლის კედელი 2 თვის წინ ჩამოინგრა. მივმართე გამგეობას, მითხრეს, რომ თანადაფინანსებით უნდა გამეკეთებინა, რაც დაახლოებით 30-დან 40 ათასამდე ჯდება და მე ამის 10% უნდა გადავიხადო. მე კი ამის გადახდას ვერ შევძლებ, სოციალურად დაუცველი ვარ. ფიროსმანის ქუჩაზე არსებული სახლების უმრავლესობა ამორტიზირებულია. დასანგრევია და თავიდან ასაშენებელია ეს ქუჩა. მაინტერესებს, გაგვცეს ვინმემ პასუხი, უბრალოდ, რისი იმედი გვქონდეს და რისი - არა", - აცხადებს ფიროსმანის ქუჩის მაცხოვრებელი მაია ოქრიაშვილი.

"ეზოს შემოსავლელი ცოტა ხნის წინ ჩამოინგრა. როდესაც მივმართეთ გამგეობას, მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ფორსმაჟორულ მდგომარეობაში მუშაობდნენ და ჩვენთვის არ ეცალათ, ამის შემდეგ საკუთარი სახსრებით რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, თუმცა ნგრევის საფრთხე მაინც არსებობს. ეზოში ბავშვები თამაშობენ ყოველდღიურად და სულ საფრთხის ქვეშ არიან", - აცხადებს ვლადიმერ ანანოვი.

ფიროსმანის ქუჩის მაცხოვრებლების პრობლემებზე AMBEBI.GE-სთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. საკრებულოში განგვიცხადეს, რომ რიმა ბერაძე ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი კი თბილისში არ არის.

იხილეთ ვიდეო

თეა ბითაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია