"ჭაჭა", "ქინძი", "ხურმა", "ჩურჩხელა" - ჟურნალისტი, რომელიც სოჭში უცხოელ ტურისტებთან ქართული ნაწარმის პოპულარიზაციას ეწევა

"ჭაჭა", "ქინძი", "ხურმა", "ჩურჩხელა" - ჟურნალისტი, რომელიც სოჭში უცხოელ ტურისტებთან ქართული ნაწარმის პოპულარიზაციას ეწევა

უკვე იცით, რომ ლალი მოროშკინა ამჟამად სოჭში, დედულეთში იმყოფება, საიდანაც "ამბები.გე"-ს იქაური ქართველების ყოფა-ცხოვრების შესახებ პატარ-პატარა ჩანახატებს აწვდის. ამ ყველაფერს კი "მოროშკინას დღიურები ქართული სოჭიდან" დაარქვა.

ამჯერად მისი პერსონაჟი კოლეგა ჟირნალისტი ლეილა ლეფსვერიძეა.

"ყველა პროფესიონალი, სადაც არ უნდა მოხვდეს, საკუთარ კოლეგებს ეცნობა, ამ მხრივ, არც მე ვარ გამონაკლისი. მთელი ცხოვრება ვამბობ, რომ მიუხედავად იმისა, თუ რას ვაკეთებ და სად ვმუშაობ, მაინც ჟურნალისტად ვრჩები. აბა, წარმოიდგინეთ, როცა მონატრებულ დედულეთში ჩემი საუკეთესო მეგობარი და შორეული ნათესავი (აქ ყველა ერთი შტოს შვილები სახლობენ, რაჭა-ლეჩხუმიდან) ლეილა ლეფსვერიძე ცნობილი ჟუნალისტია!

"თემა" და "ცხოვრების სტილი" ლეილას ჟურნალებია, ეს უკანასკნელი კი ოფიციაკურად აშუქებდა ფორმულა 1-ის რბოლას.

გაგიკვირდებათ და ეს არ არის მთავარი!

მისმა კრეატიულობამ და გენეტიკურმა კოდმა სულ სხვა ამბავში გვასახელა! წარმოშობით ქართველ ქალბატონს ორიგინალური, ქართული სულით გაჟღენთილი სუვენირების მაღაზია აქვს. ასე აცნობს ის ტურისტებს საქართველოს. ულამაზესი მაისურები, ჭიქები, მაგნიტები ასე თამაშ-თამაშით აცნობენ უცხოელებს ქინძის, ხურმის, ჩურჩხელის ეტიმოლოგიას.

ამ კრეატიულმა ქალბატონმა "გააბრენდა" ჭაჭა, როგორც მოდური ტრენდი და არა მხოლოდ ცეცხლოვანი დასალევი ალკოჰოლი...

ასე ყოფილა სამყარო მოწყობილი... "რაც უფრო შორს ვართ, მით უფრო"... მით უფრო დიდია სურვილი იხმაურო, დახატო, დაბეჭდო, იყვირო ბოლოს და ბოლოს

მე ქ ა რ თ ვ ე ლ ი ვარ!!!

ლალი მოროშკინა

14 სექტემბერი

სოჭი".

მოამზადა ლალი ფაციამ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია