დედა ნონას ნათქვამს აქვს მიზეზები და ხელის კვრა კი არა, ჩახუტება სჭირდება - დედა სიდონია სკანდალურ ვიდეომიმართვაზე მისი ფოტოს დართვას აპროტესტებს

დედა ნონას ნათქვამს აქვს მიზეზები და ხელის კვრა კი არა, ჩახუტება სჭირდება - დედა სიდონია სკანდალურ ვიდეომიმართვაზე მისი ფოტოს დართვას აპროტესტებს

დედა სიდონია "ფეისბუქის" პირად გვერდზე რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ სკანდალურ ვიდეომიმართვას ეხმაურება. ვიდეომიმართვა, სათაურით, "დედაო ნონა ამხელს მოძღვრებს მონაზვნების გაუპატიურებაში", "youtube"-ზე 9 სექტემბერს გამოქვეყნდა. ვიდეომიმართვის შესახებ ერთ-ერთმა ინტერნეტ-გამოცემამ ნიუსი გაავრცელა, მასალას კი შეცდომით დედა ნონას ნაცვლად, დედა სიდონიას ფოტო დაურთო. დედა სიდონია სწორედ აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებს.

"ორი დღის უკან ელექტრონულ მედიაში გავრცელდა ვინმე დედა ნონას ვიდეო მიმართვა, რომელსაც დართული აქვს ჩემი ფოტო.

პირველ რიგში აღვნიშნავ რომ, სრულიად ვემიჯნები მიმართვის შინაარს და, მეორე, კატეგორიულად არ მინდა ვასოცირდებოდე ასეთი არასასიამოვნო შინაარსის განცხადებასთან, რასაც სამწუხაროდ ჩემი ფოტოების უნებართვოდ გამოყენება უწყობს ხელს და საზოგადოებაში დაბრკოლებას და ასოცირებას იწვევს!

თხოვნა იქნება, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ნებისმიერი ფორმით ჩემი გამოსახულებით არსებული ფოტოს გამოყენება. უფლებას ვიტოვებ, დარღვეული უფლებების აღსადგენად მივმართო სამართლებრივ გზას.

პატივისცემით დედა სიდონია

ადვოკატი: დიმა გაბუნია

ფოტოგრაფი: დათო ქორიძე", - წერს მონაზონი.

პოსტის კომენტარებში დედა სიდონია საკუთარი პროტესტის საფუძველს კიდევ ერთხელ აკონკრეტებს:

"ჩვენ დედა ნონას არ ვეხებით არანაირად, რა თქმა უნდა მის ნათქვამს აქვს მიზეზები და ხელის კვრა კი არა, მიდგომა და ჩახუტება სჭირდება. მე ჩემი ფოტოს გამოყენებაზეა საუბარი, ჩემი ფოტოს და ვიდეოდან პროვოკაციულად ამოკრეფილი სათაურის ერთობლიობაზე მაქვს პროტესტი", - წერს დედა სიდონია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია