გაბრაზებული და დანაღვლიანებული პენსიონერები ათლარიან დანამატზე- "ამ პენსიით იცხოვროს ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა"

გაბრაზებული და დანაღვლიანებული პენსიონერები ათლარიან დანამატზე- "ამ პენსიით იცხოვროს ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა"

დღეიდან პენსიონრებმა 10 ლარით გაზრდილი პენსია აიღეს. "ლიბერთი ბანკში" მოხუცებს საკმაოდ დიდ რიგში მოუწიათ დგომა. გაზრდილი დანამატით უკმაყოფილოები არიან პენსიონერები. ზოგი მათგანი ამას იუმორით უყურებს და ამბობს, რომ ჯერ არ იცის, რაში დახარჯავს "ამხელა" თანხას, თუმცა იყვნენ ისეთები, რომლებიც ფიქროდნენ, რომ სახელმწიფოს ამ ეტაპზე მეტის საშუალება არ აქვს.

იხილეთ ვიდეო

"ძალიან ბევრია და ვეღარ დავხარჯავ. 160 ლარი რომ ავიღე, 80 კომუნალურებში უნდა გადავიხადო და დარჩენილი თანხით როგორ ვიცხოვრებ?! ეს არის ჩვენი ცხოვრება", - აცხადებს პენსიონერი.

"მაგათი 10 ლარის მათხოვარი არავინ არ არის, მაგრამ რა უნდა ქნას პენსიონერმა?"

"ამ პენსიით იცხოვროს ივანიშვილმა და ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა. ფინანსთა მინისტრმა ხომ გაახარა თავისი მამა და დედა? მე არ ვარ გახარებული, რადგან ეს თანხა წამალშიც არ მყოფნის, არც საჭმელში, არც გადასახადში"

"უკეთესია მეტი, მაგრამ არ აქვს ალბათ, სახელმწიფოს მეტის საშუალება."

"ერთ წუთში დავხარჯავ ამ პენსიას, რა უნდა ამის დახარჯვას."

"76 წლის რომ გახდები, 25 წელი რომ იმუშავებ, 40 წელი ექიმი რომ იქნები და იმსახურებ, მერე პურის ფული რომ არ გყოფნის ადამიანს და ისე უნდა იცხოვრო, ძალიან ცუდია."

"უკმაყოფილო ვარ. მე ვიმუშავე 55 წელი ის განსხვავებაც არ მომცეს, რომ ის ვინც მთელი ცხოვრება არ იმუშავა, მეც 10 ლარი დამიმატეს და იმასაც. მე რამდენი გადასახადები ვუხადე სახელმწიფოს."

სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, სექტემბრის თვეში პენსია 10 ლარით გაიზარდა. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ ყველა ასაკით პენსიონერი მიიღებს 160 ლარის ოდენობის პენსიას. "რაც შეეხება გაზრდილ პენსიებს, ეს შეადგენს დაახლოებით წელიწადში 30 მილიონ ლარს, რაც უკვე გათვალისწინებულია ქვეყნის ბიუჯეტში და შესაბამისად, ამ თანხების გაცემა უპრობლემოდ მოხდება სექტემბრის თვიდან", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, პენსიები ბოლო ორი წლის განმავლობაში 50%-ით გაიზარდა.

თეა ბითაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია