სულელების გარემოცვაში ვცხოვრობ... უკვე 20 დღეა სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ! მაგალითად გუშინ ისე ჩავიფსი, ზურგიც კი სველი მქონდა. ღამე გავყვირი ბოლო ხმაზე - გამომიცვალეთ-თქო, ისინი კი...
იმის მაგივრად, რომ სველი პამპერსი გამომიცვალონ, პირში მატყუარას მჩრიან. მატყუარა პამპერსს ხომ არ გამიშრობს...
რა თქმა უნდა, მე ის გადმოვაგდე. ...
ჩავისვარე!!! - ვუყვირი ბოლო ხმაზე. უშედეგოდ.
ეს
რა ნამძინარევი გამომეტყველებაა? არა, არ მინდა ჭამა, მინდა, რომ მშრალი ვიყო! იქნებ ჩუმად ვყვირი? უნდა ვეცადო, უფრო ხმამაღლა ვიტირო. ა-ა-ა-! აი, ნამძინარევი სახეების რაოდენობამაც იმატა, მაგრამ ვერც ერთი ვერ ხვდება, რა მინდა.
რა უწუ-პუწუ? დროზე გამომიცვალეთ!
აი, ისევ მატყუარას მჩრიან პირში. აი, გავიზრდები და ვაჩვენებ მაგათ სეირს...
ოჰ! გამოჩნდა ჭკვიანი. იქნებ პამპერსი აქვს გამოსაცვლელიო? მიდი მერე, გამომიცვალე!