ლალი მოროშკინამ პაპათა პაპას მიაგნო - რეპორტაჟები თანამედროვე სოჭიდან

ლალი მოროშკინამ პაპათა პაპას მიაგნო - რეპორტაჟები თანამედროვე სოჭიდან

ლალი მოროშკინა, რომელიც სოჭიდან ყოველდღიურად დღიურების სახით ინფორმაციას გვაწვდის, სახელწოდებით "მოროშკინას დღიურები ქართული სოჭიდან", ამჯერად ისტორიულ ექსკურსს გვთავაზობს. მას სოჭის ადგილობრივი არქივი მოუნახულებია.

მოგზაურობა წარსულში...

"აქ ბევრ მითსა და ლეგენდას მოისმენთ იმაზე თუ საიდან იღებს სათავეს ქართველთა მიერ შავი ზღვისპირეთის ათვისებაზე. როგორც არქივის დირექტორმა ბატონმა იგორ ტვერიტინოვმა მიამბო, შესაძლებელია სარწმუნო იყოს ვახტანგ გორგასალის მიერ ამ მიწების დაპყრობა... არის რადიკალურად განსხვავებული ვერსიები, თუ როგორ დაიპყრეს ქართველმა მენშევიკებმა სოჭი და მისი მიმდებარე სოფლები, ხოლო XIX საუკუნეში დენიკინმა კვლავ ომით დაიბრუნა...

ასეა თუ ისე, ჩემმა მასპინძელმა საოცარი არქივები დამათვალიერებინა, რომელიც გარდასულ დღეებს აცოცხლებს...

ამასობაში საკუთარ პაპათა პაპას მივაგენი...

ეს კი წმინდა ნინოს ეკლესიის მოძღვარ ანდრია ჯაფარიძე და მისი მეუღლე რევენა თოდუაა.

სურათი XIX საუკუნით თარიღდება.

ეს კი ქართველები სოჭში... საოცარი ფოტომასალაა, ალბათ წლებია, არავინ დაინტერესებულა ჩვენი წარსულით.

ბატონმა იგორმა დასაწყისში ძალიან გაიკვირვა, როდესაც დავურეკე და ქართველთა არქივის ამოწევა ვთხოვე...

"მეგონა, ქართველებს საქართველოდან სულ დაავიწყდათ საკუთარი ფესვები"...

შემრცხვა და დავპირდი, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, რომ საქართველოში თავიანთი ფესვები ახსოვთ და აინტერესებთ საკუთარი მომავალი, რომლის გარეშეც არ არსებობს წარსული...

ლ. მოროშკინა

14 სექტემბერი

ქალაქი სოჭი

მოამზადა ლალი ფაციამ

იხილეთ ასევე: "ჭაჭა", "ქინძი", "ხურმა", "ჩურჩხელა" - ჟურნალისტი, რომელიც სოჭში უცხოელ ტურისტებთან ქართული ნაწარმის პოპულარიზაციას ეწევა

ტაძრები, სვანური კოშკი და წინაპართა საფლავები: როგორ გამოიყურება თანამედროვე სოჭი - ლალი მოროშკინას დღიურები "ქართული სოჭიდან"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია