ოზურგეთში პრემიერის ჩასვლის წინ, ”ნაცმოძრაობის” სამი აქტივისტი დააკავეს

ოზურგეთში პრემიერის ჩასვლის წინ, ”ნაცმოძრაობის” სამი აქტივისტი დააკავეს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოზურგეთში ჩასვლა გააპროტესტეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულზე ბანერი გააკრეს, წარწერით - "მატყუარა ხელისუფლება". ბანერი სამართალდამცველებმა ჩამოხსნეს.

ბანერის გაკვრისთვის დაკავებული არიან "ნაციონალური მოძრაობის" სამი აქტივისტი - ილია მალაზონია, დავით მჟავანაძე და ბესო ქათამაძე. როგორც მჟავანაძემ განაცხადა, ოზურგეთში იზღუდება სიტყვის თავისუფლება.

"გავაკარით ბანერები, რომელშიც აღვნიშნეთ, რომ ის დაპირებები, რომელიც ხელისუფლებამ გასცა, არ შესრულდა და ეს ხელისუფლება არის მატყუარა", - განაცხადა მჟავანაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილის ვერტმფრენი ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."