ქართველების დანაშაულის ანატომია: სხვისი ქონების მიტაცება, გაუპატიურება, ტერორიზმი....

ქართველების დანაშაულის ანატომია: სხვისი ქონების მიტაცება, გაუპატიურება, ტერორიზმი....

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით, სულ 3 302 დანაშაული მოხდა. მათ შორის არის ტერორიზმის, გაუპატიურების და დეზერტირობის ფაქტები. 3 302 რეგისტრირებული დანაშაულიდან გახსნილია 1 378 ფაქტი. AMBEBI.GE შეეცადა გაერკვია, რა სახის დანაშაულს ჩადიან ყველაზე ხშირად ქართველები.

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, ქართველები ყველაზე ხშირად სხვის საკუთრებას ეუფლებიან. წელს საკუთრების წინააღმდეგ დანაშაულის 1 039 ფაქტი მოხდა. აქედან 731 ქურდობის, ხოლო 18 შემთხვევა იყო ყაჩაღობა.

წელს სატრანსპორტო დანაშაულის 597 ფაქტი მოხდა, აქედან გახსნილია 21. სატრანსპორტო დანაშაულის 597 ფაქტიდან 596 იყო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოება ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, მათ შორის დაზარალებულის სიკვდილით 27 შემთხვევა.

სხვისი ქონების მითვისების და სატრანსპორტო დაუდევრობის გარდა, ქართველები ყველაზე ხშირად ნარკოტიკების მოხმარების ან შეძენა-შენახვის ბრალდებით აგებენ პასუხს. წელს ნარკოტიკული დანაშაულის 419 ფაქტი მოხდა. აქედან გახსნილია 360. 419 შემთხვევიდან, მძიმე ნარკოტიკული დანაშაული იყო 226 ფაქტი. 177 - ნარკოტიკების შეძენა-შენახვა, 34 - ნარკოტიკების კონტრაბანდის ფაქტი.

წელს ჯანმრთელობის საწინააღმდეგო დანაშაულის 473 შემთხვევა მოხდა. გახსნილია 257. 473 შემთხვევიდან ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების 12 შემთხვევა მოხდა, მათგან ერთი იყო მძიმე.

სიცოცხლის საწინააღმდეგო დანაშაულის 102 შემთხვევა მოხდა მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით. აქედან გახსნილია 11. 102 შემთხვევიდან 2 ფაქტი იყო განზრახ მკვლელობა, რომელთაგან გახსნილია 1.

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, წელს არ დაფიქსირებულა დანაშაული კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ, საერთაშორისო ხასიათის დანაშაულები კულტურული მემკვიდრეობის სფეროში, ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევა, მძევლად ხელში ჩაგდება, განძრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში და დანაშაული კაცობრიობის, მშვიდობის, უშიშროებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ