სს"საქართველოს რკინიგზა" ფოთის სადგურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც "საქართველოს რკინიგზის" განცხადებაშია ნათქვამი, სამგზავრო მატარებლისა და თბომავლის შეჯახება კერძო კომპანიის წარმომადგენლების მიერ მოძრაობის წესების დარღვევას უკავშირდება.
"ფოთის სადგურში გაჩერებული ელექტრო სექცია კერძო ოპერატორის კუთვნილმა თბომავალმა დააზიანა. კერძო კომპანიის წარმომადგენლებმა დაარღვიეს მოძრაობის წესები, რასაც მოჰყვა აღნიშნული შემთხვევა. მომხდარის შედეგად მცირედით დაზიანდა მოძრავი შემადგენლობა, საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ მომხდარი ფაქტის შესწავლას", - ნათქვამია "საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.