ძალიან ბედნიერი ვარ!" - "მის პლანეტა" - გოგონა, კონკიას ისტორიით

ძალიან ბედნიერი ვარ!" - "მის პლანეტა" - გოგონა, კონკიას ისტორიით

12 სექტემბერს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, სამოდელო სააგენოტო "კატრინი"-ს ორგანიზებით "მისს პლანეტის" მსოფლიო ფინალი გაიმართა. ფინალში ერთმანეთს 25-მდე ქვეყნის გამარჯვებული კონკურსანტი შეეჯიბრნენ. ჩვენს ქვეყანას ამ მნიშვნელოვან კონკურსზე, სამოდელო სახლ "კატრინის" მოდელი 18 წლის თინათინ (თიკა) ბაბლუანი წარმოადგენდა.

გამარჯვებულის გამოცხადებისას გაირკვა, რომ სხვა გოგონებს თინათინ ბაბლუანზე ნაკლებად გაუმართლათ. საერთაშორისო ჟიურიმ, (რომელშიც ქართველი წევრებიც იყვნენ) სხვებს სწორედ ქართველი ლამაზმანი არჩია. 2015 წელის განმავლობაში თინათინ ბაბლუანი პლანეტის ყველაზე ლამაზი მისის წოდებას ატარებს. მეორე და მესამე ადგილები კი შვედეთისა და ლიტვის წარმომადგენლებმა გაინაწილეს.

თიკა ბაბლუანი:

- ერთდროულად დიდ სიხარულსა და პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ბევრი ლამაზი გოგო მონაწილეობდა ამ კონკურსში, რას წარმოვიდგენდი თუ მათ შორის გამომარჩევდნენ. "მის პლანეტის" ტიტულის ტარება ნებისმიერი გოგოს ოცნებაა. საბედნიეროდ, ჩემი ოცნება ახდა.

- თიკა, მანამდე თუ გქონდა პოდიუმზე დგომისა და სილამაზის კონკურსებში მონაწილეობის გამოცდილება?

- 2011 წელს საქართველოში გავხდი "ვიცე მის თინეიჯერი", ხოლო ორი წლის შემდეგ, სილამაზის კონკურსზე "მის ევროპელი", რომელიც მალტაში ჩატარდა, "ევროპის ვიცე პრინცესას" ტიტული მოვიპოვე.

- გვიამბე შენს შესახებ.

- გავიზარდე და სკოლა დავამთავრე თეთრ წყაროში. მყავს დედ-მამა და და-ძმა. ჩვენი ოჯახი სოციალურად დაუცველია. მამაჩემი ხელოვანია, მხატვარი და ამჯერად ძეგლთა დაცვის თანამშრომელია. დედა კი სპორტსმენია, ახლა სკოლაში სპორტის პედაგოგად მუშაობს.

იხილეთ გაგრძელება

იხილეთ გალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია