"ფეისბუქს" ემპათიის ღილაკი დაემატა

"ფეისბუქს" ემპათიის ღილაკი დაემატა

"დისლაიქის" (არ მომწონს) ღილაკის ამოქმედებას სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" მომხმარებლები უკვე დიდი ხანია ითხოვენ. გუშინ "ფეისბუქის" დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ კომპანია მუშაობს ახალ ღილაკზე, რომელიც ტრაგედიის მსხვერპლთა მიმართ ემპათიის გამომხატველი იქნებოდა, რადგან მსგავსი ხასიათის პოსტებზე "ლაიქის" დაკლიკება უადგილოა. ეს განცხადება ბევრმა აღიქვა, როგორც განცხადება იმის შესახებ, რომ მალე ფეისბუქზე "დისლაიქის" ღილაკი ამოქმედდება.

"ხალხი დიდი ხანია ითხოვს "დისლაიქის" ღილაკს... დღეს ის დღეა, როდესაც შემიძლია ვთქვა, რომ ამაზე ვმუშაობთ და მალე ვიქნებით მზად ახალი დამატების გამოცდისთვის. ჩვენ არ გვინდა უბრალოდ "დისლაიქის" ღილაკის დამატება, იმიტომ, რომ არ გვინდა "ფეისბუქი" ფორუმად გადაიქცეს, სადაც ხალხი პოსტებს იწონებს, ან არ იწონებს. ეს არ არის ჩვენი მიზანი. მაგრამ თქვენს მეგობრებს და ადამიანებს სურთ ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოხატონ, რომ ისინი ხვდებიან და გითანაგრძნობენ", - განაცხადა ცუკერბერგმა.

"ფეისბუქმა" რომ "დისლაიქის" ღილაკი დაამატოს, ეს ბევრ გაურკვევლობას გამოიწვევს. თუ ვინმე გააზიარებს ბუნებრივი კატასტროფის მსხვერპლის შესახებ ფოტოს და ამას "დისლაიქს" გაუკეთებ, ეს ნიშნავს, რომ ტრაგედია არ მოგწონს? თუ მსხვერპლი არ მოგწონს? თუ ის არ მოგწონს, რომ ეს პოსტი გააზიარეს? ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ წესს, თუ როგორ ქმნის "ფეისბუქი" პროდუქციას.

ამიტომ "ფეისბუქი" არა "დისლაიქის", არამედ ემპათიის გამომხატველ ღილაკზე მუშაობს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია