"ჩვენც არ უნდა მივცეთ დამპალ ევროპელებს ვიზები" - საელჩოში მოსმენილი ფრაზები

"ჩვენც არ უნდა მივცეთ დამპალ ევროპელებს ვიზები" - საელჩოში მოსმენილი ფრაზები

პოლიტოლოგ გია ნოდიას მეუღლე, ლოლა ლომიძე სოციალურ ქსელში პირად გვერდზე ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოში მოსმენილ ფრაზებს ასაჯაროვებს:

"დღეს საელჩოში, რიგში მოსმენილი ფრაზები:

1) ჩვენც არ უნდა მივცეთ დამპალ ევროპელებს ვიზები, მარა თავმოყვარეობა არ გვაქვს - თქვა ბებერმა ბაბულიკამ და ტელეფონზე "ვადნაჟდი ვამერიკე" აუწკრიალდა.

2) სტუმრად რომ მიდიან ეგ უჯიშოები წინასწარ ურეკავენ და აფრთხილებენ - თქვა გოგომ, რომელმაც ყველაფერი იცის.

3) მათხოვარი ევროპელები, მადლობა გვითხრან საერთოდ მაგათთან რომ მივდივართ (აი ეს ფრაზა აქამდე მითი მეგონა)

4) აუ კონსული მაგარი სწერვა ჩანს აქედან - ღობეში ცხვირით შემძვრალი ბიჭი.

5) გატანაზე ბოლო ვინ არიიიის? ა თქვენ? წამო ლალი, წამო - თქვა სავარაუდოდ ვაკელმა შებოლილმა ქალბატონმა და შევიდა (პირველი) პასპორტის გამოსატანად.

6) დაგვაჭერინეს თეფშები ხელში და დაგვიდეს თითო ნაჭერი ხორცი, მაგათი მათხოვარი და მშიერი ვინ იყო, ჩვენ რომ დავპატიჟეთ სულო და გულო, საცივი, ღომი, მჭადი, მწვადი, ხაჭაპური, ხინკალი, კუპატი ..... ყველაფერი ვერ დავიმახსოვრე - თქვა ისევ იმან, ყველაფერი რომ იცის.

7) ევროპის ქვეყნის საელჩოში რუსულ ენაზე რატომ არის გასაუბრება - ვთქვი მე და წამოვედი".

"კორონამ დამიტოვა ძალიან ძლიერი ტკივილი სახსრებში, ხშირი თავის ტკივილები... არ არსებობს, კიდევ თქვით" - იუნა შაფათავა

"ოფლად დამღვარა. დილით მაისური ლამის გასაწური გახდა... მერე დამეწყო კანკალი" - რას წერს კოვიდინფიცირებული ზურა ბალანჩივაძე

როგორ ცეკვავს კახა კალაძე შვილებთან ერთად - რა ვიდეოს აქვეყნებს ანუკი არეშიძე