ავტორი:

"ოფლად დამღვარა. დილით მაისური ლამის გასაწური გახდა... მერე დამეწყო კანკალი" - რას წერს კოვიდინფიცირებული ზურა ბალანჩივაძე

"ოფლად დამღვარა. დილით მაისური ლამის გასაწური გახდა... მერე დამეწყო კანკალი" - რას წერს კოვიდინფიცირებული ზურა ბალანჩივაძე

კორონავირუსით ინფიცირებული მომღერალი და ტელეწამყვანი, ზურა ბალანჩივაძე სოციალურ ქსელში ვირუსის სიმპტომზებსა და საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს.

"დილით ასეთი მზე დამხვდა. ცივი, მაგრამ თბილი ფერებით ანთებული მზე. ახლა ჩვეულებრივი ზამთარია. მადლობა მზეს, რომ ფოტოს გადაღება მაცადა.ღამე ზურგის ტკივილმა გამაგიჟა... წოლამაც იცის, კორონამაც და საწოლმაც. სამივეს ვაბრალებ. ანუ კუნთების და სახსრების ტკივლი ახასიათებს. მირჩიეს, გვერდულად ან გულზე დამეძინა, თუმცა, კათეტერიანი ხელით, ასე იოლად ვერ ვბრუნდები.

ძალიან ჩავიფუთნე, რაღაცები შემოვიხვიე, რომ პოზა შემენარჩუნებინა და არ გავციებულიყავი და ამან ოფლად დამღვარა. დილით მაისური ლამის გასაწური გახდა. თან ეს მაისურიც ხომ გაცივდა ამ სითხისგან და მერე დამეწყო კანკალი ცივთან კონტაქტის გამო... მოკლედ, მოვხვიე საბანს ხელი და გადავწექი დივანზე. ეგრევე გავითიშე...

ბევრი მეკითხება სიმპტომებზე და ბარემ აქვე გეტყვით: კორონავირუსისთვის დამახასიათებელი გამოვლინებები - გემო-ყნოსვის დაკარგვა, ყელის ტკივლი, ჩახეხვა, ხველა, სიცხე, ცხვირში გაჭედვა, სუნთქვის გაძნელება, მკერდში ტკივლი და ა.შ. - ყველა შემთხვევაში სხვადასხვანაირად და განსხვავებული კომბინაციით ვლინდება, ან საერთოდ არ ვლინდება. ასე რომ, მე თუ სიცხით დამეწყო, ეს არ ნიშნავს, რომ სხვასაც ასე ექნება.

შემოყვანიდან ოთხ დღეში ერთხელ კეთდება პი-სი-არ ტესტი, ანუ ხვალ მიწევს და ვნახოთ ერთი, რას მეტყვის.ჩემი მოსვლიდან კიდევ 12 შემოიყვანეს აქ. შემთხვევების რაოდენობა იმატებს და იმატებს. ჩაკეტვა კი ისევ არ იწყება. ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკვე ისევ გაამკაცრეს...რომ ვუყურებ, როგორ წურწურით ჩამოსდით ოფლი თავიდან ბოლომდე შეფუთულ ექიმებს, ექთნებს, სანიტრებს და მაინც როგორ ინარჩუნებენ მხნეობას, ვხვდები, რომ ჩვენს შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მე გადამდები ვარ და ისინი - არა.

რას უძლებენ, ვერ წარმოიდგენთ. ისედაც ხომ რამდენი საქმეა და კიდევ ამ ყველაფრის უჰაერობაში კეთება, ხომ საერთოდ.

იცით, რა მწყინს? რამდენჯერმე რომ ჩამრთეს პირდაპირ ეთერში, ხალხის ნაწილმა დააკომენტარა, რომ ჩემი ავადმყოფობის არ სჯერა და რომ ეს ფარსია ყველაფერი. ცალკე მეორე ნაწილს ხომ საერთოდ კორონას არსებობისა არ სჯერა და ჰგონია, რომ აქ წოლაში ფული გადამიხადეს. ძალიან მეფიქრება, რა შთამომავლობას გაზრდიან ასეთი ადამიანები, რას ასწავლიან, რაზე ეტყვიან, რომ კარგია ან ცუდი. მოკლედ, ეგეთებს და ფანატიკოსებს ისე მოერიდეთ, როგორც მე ახლა - ოღონდ რეალურ კონტაქტში. ჯანმრთელობა ყველას", - წერს ზურა ბალანჩივაძე.

"ელენესა და სხვებზე ISFED-ში ვერც ზეწოლა და ვერც მოსყიდვა ვერ მოახდენდა გავლენას. გამომიცდია და ვიცი" - რას წერს ორგანიზაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი

"ყოველ დილით სკოლაში ფეხით მიდის და გაკვეთილს ატარებს საკლასო ოთახიდან, რომ ბავშვებს კლასის განცდა შეუქმნას" - რას წერს ჟურნალისტი

"ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, როგორც კი იკიდებ, აუცილებლად გამოჩნდებიან" - ნუკი კოშკელიშვილის გამამხნევებელი პოსტი "ინსტაგრამ-ფოლოუერებს"