"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ქუთაისიდან თბილისისკენ მოემართებიან

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ქუთაისიდან თბილისისკენ მოემართებიან

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ქუთაისიდან თბილისისკენ მოემართებიან. დეპუტატები ე.წ. მატროსოვის ციხესთან მისვლას აპირებენ, სადაც ამ წუთებში დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას მხარდამჭერები მის გათავისუფლებას ელოდებიან. ე.წ. მატროსოვის ციხესთან ხალხმრავლობაა.

როგორც ინტერპრესნიუსის კორესპონდენტი სასჯელაღსრულების დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიიდან იუწყება, ადგილზე იმყოფებიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, მათ შორის გიგა ბოკერია, ნიკა მელია, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, დიმიტრი შაშკინი, სევდია უგრეხელიძე და სხვები. იქვე იმყოფებიან საზოგადოების ცნობილი სახეები, მათ შორის გიორგი უშიკიშვილი, გია ჭანტურია.

ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. პერიოდულად ადგილზე მყოფი პირები სკანდირებენ "გიგის გაუმარჯოს".

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ