საქართველოში ბინებს ძირითადად ემიგრანტები და უცხოელები ყიდულობენ

საქართველოში ბინებს ძირითადად ემიგრანტები და უცხოელები ყიდულობენ

სამშენებლო სექტორი კლიენტების მოზიდვას ფასდაკლების აქციებით ცდილობს საქართველოში სამშენებლო სექტორი წლების განმავლობაში სტაბილურად ვითარდებოდა, ეს წინსვლა 2004 წლიდან მოყოლებული, 2008 წლის პირველ კვარტლამდე არ შეწყვეტილა. სპეციალისტები ამ პერიოდს ქართული სამშენებლო ბიზნესის "ოქროს ხანასაც" უწოდებენ. 2008 წლის შემდეგ კი, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და ამის მიზეზი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და 2008 წლის აგვისტოს ომი იყო. ამ ორმა მოვლენამ ჩვენს ქვეყანაში დაწყებული სამშენებლო ბუმი კარგა ხნით შეაჩერა. საბედნიეროდ, ბოლო ხანებში ყინული დაიძრა და სამშენებლო სექტორში აშკარა გამოცოცხლება იგრძნობა, თუმცა ლარის კურსის ცვალებადობამ ეს პროცესი შეანელა. როგორც კომპანიებში ამბობენ, შარშანდელთან შედარებით, წელს გაყიდვები შემცირებულია და ეს სწორედ ლარის კურსის დაცემით არის გამოწვეული. მდგომარეობის გამოსასწორებლად სამშენებლო ბიზნესი სხვადასხვა სახის აქციებს მიმართავს, მაგალითად, დღეს საკმაოდ პოპულარულია შეთავაზება: "შეიძინეთ ბინა ძველი კურსით - 1 დოლარი = 2 ლარს", თუმცა სამშენებლო კომპანიებში აცხადებენ, რომ ყველაზე ეფექტიანი მაინც ფასდაკლების აქციებია.

ნათია ზარნაძე, კომპანია 7 sky-ს გაყიდვების მენეჯერი: "შემოდგომა სამშენებლო ბიზნესისთვის საკმაოდ აქტიური სეზონია, მაგრამ წელს ჩვენი მოლოდინი მაინცდამაინც სახარბიელო არ არის. ჩვენი კომპანიის ყველაზე აქტიური კლიენტები საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები არიან. ალბათ 99 პროცენტი საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობს და სწორედ ისინი ყიდულობენ ბინებს. მოგეხსენებათ, ადგილობრივი ვალუტების გაუფასურების გამო ჩვენს მეზობელ ქვეყნებში რა ხდება, ამიტომ ემიგრანტების აქტიურობა წელს აშკარად შემცირებულია. თუ საქართველოში სიტუაცია არ გაუმჯობესდა, ალბათ აქ მცხოვრებ მოსახლეობას კარგა ხანს არ ექნება საშუალება თანხა დაზოგოს და ამ დანაზოგით ბინა შეიძინოს. სწორედ ამიტომ, არაერთი კომპანია იძულებულია თავისი ბინები საგრძნობლად გააიაფოს".

ჩვენთან საუბრისას უცხოეთში მცხოვრები კლიენტების სიმრავლეზე გაამახვილა ყურადღება შპს "რედკოს" გაყიდვების მენეჯერმა მეგი წულუკიძემაც:

"შარშან შედარებით უკეთესი სიტუაცია იყო, მაგრამ რადგან ჩვენი კლიენტები უცხოელები არიან, მოთხოვნა ბინებზე მაინც არის. ჩვენც ვცდილობთ სხვადასხვა აქციით მოვიზიდოთ კლიენტურა: მაგალითად, გუდაურში აშენებულ კორპუსში მყიდველებს რემონტს საჩუქრად ვთავაზობთ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პროექტები ძირითადად გუდაურში ხორციელდება, ძალიან ბევრი უცხოელი კლიენტი გვყავს".

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია