2-3 დღეში სურსათი 10%-ის ფარგლებში გაძვირდება

2-3 დღეში სურსათი 10%-ის ფარგლებში გაძვირდება

ლარის კატასტროფულმა გაუფასურებამ პროდუქტის მორიგი გაძვირება გარდაუვალი გახადა. უახლოეს დღეებში სურსათზე 10%-ის ფარგლებში ფასი ყველა სავაჭრო ობიექტში მოიმატებს. ზოგიერთ სუპერმარკეტში არ მალავენ, რომ ფასის შეცვლა თითქმის ყოველდღე უწევთ.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, კიდევ ერთი პრობლემა, რაც ლარის გაუფასურებას უკავშირდება, მაღაზიებში ბრუნვის შემცირებაა. ზოგიერთი მათგანის რენტაბელობა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სავაჭრო ობიექტებში ძვირიანი პროდუქტის რამდენიმე სახეობა რეალიზაციიდან ამოიღეს კიდეც, რადგან მისი რეალიზაცია საერთოდ შეჩერდა.

სუპერმარკეტ "ბი მარტის" მენეჯერ ლალი სულხანიშვილის ინფორმაციით, ძვირიან სეგმენტში გაყიდვა კატასტროფულად შემცირდა. "ლარის გაუფასურების პარალელურად, ფასს მუდმივად ვცვლით. პროცესი იმდენად სისტემურია, რომ ზოგიერთი დასახელების სურსათი, იანვრიდან მოყოლებული, უკვე 30-40%-ითაც კი გაძვირდა. ფასის გადახედვა უახლოეს დღეებშიც მოგვიწევს. არ გამოვრიცხავ, ამ ეტაპზე ცვლილება 5-10%-ის ფარგლებში მოვახდინოთ. დევალვაციის გამო სავაჭრო ობიექტებში სტაბილურობის შენარჩუნება ჭირს. სუპერმარკეტს ბრუნვა შეუმცირდა, რაც არსებულ სიტუაციაში ბუნებრივია. ეროვნული ვალუტა პოზიციებს კარგავს და ყველაზე მტკივნეულად ეს მოსახლეობის შემოსავლებზე აისახება", - ამბობს სულხანიშვილი. მისი თქმით, მდგომარეობა ჯერ კიდევ არ არის საგანგაშო, რადგან ყოველდღიური მოხმარების პოდუქტების გაყიდვის ხარჯზე მაღაზია მუშაობას ახერხებს. "მართალია, ძვირიანი პროდუქტის რეალიზაცია ჭირს, მაგრამ პური, შაქარი, სიგარეტი და სასმელი მაინც იყიდება, ძირითადად, იაფფასიანი პროდუქტი. ურჩევნიათ 2 ლარად იყიდონ ნაკლები ხარისხის ზეთი, ვიდრე გაცილებით ხარისხიანი, მაგრამ ძვირი. შედარება აქაც პირობითია. მაღაზიას ჰყავს ისეთი მომხმარებლებიც, რომლებიც საერთოდ არ უყურებენ ფასს", - აცხადებს ლელა სულხანიშვილი.

მაღაზია "არანისის" თანამშრომელთა ინფორმაციით, პროდუქტის გაძვირება უახლოეს დღეებში აუცილებლად მოუწევთ. "საფასო პოლიტიკას გადავხედეთ, ძალიან მალე მოვახდენთ ცვლილებას. შესაძლოა, ეს პოცესი სუპერმარკეტში ხვალიდანვე დაიწყოს. ლარი ისეთ ნიშნულზეა, რომ ფასის შენარჩუნება შეუძლებელია.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია