"ვიცოდი, რომ დამაპატიმრებდა ივანიშვილი, ვიცოდი, რომ ეს გზა უნდა გამევლო" - დარჩება თუ არა გიგი უგულავა პატიმრობაში

"ვიცოდი, რომ დამაპატიმრებდა ივანიშვილი, ვიცოდი, რომ ეს გზა უნდა გამევლო" - დარჩება თუ არა გიგი უგულავა პატიმრობაში

ერთი კვირის წინ, ბიძინას გადაწყვეტილებით მომცეს უფლება, რომ ტელევიზორი მეყიდა, რაც ნიშნავს, რომ პატიმრობაში დამტოვებენ, - ამის შესახებ "ტელეიმედისა" და რიყის ტერიტორიის  გასხვისების საქმეზე ბრალდებულმა გიგი უგულავამ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ტელევიზორის ყიდვის უფლება ივანიშვილისა და შოთაძის საუბრის შემდეგ მისცეს.

დედაქალაქის ყოფილი მერის თქმით, შესაძლებელია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ვერ ისარგებლოს, თუმცა მისი სარჩელის საფუძველზე სამომავლოდ 9 თვეზე მეტი ბრალდებულს პატიმრობა აღარ მოუწევს.

უგულავამ მერობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამის შემდეგ თვითმმართველობები გაძლიერდნენ, მაგრამ თავად არ უსარგებლია. პროკურორებს უგულავამ რამდენიმე შეკითხვა დაუსვა და სამართლებრივი პროცედურები განუმარტა, რის საფუძველზეც მისი თქმით, უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

"ვიცოდი, რომ დამაპატიმრებდა ივანიშვილი, ვიცოდი, რომ ეს გზა უნდა გამევლო. ისიც ვიცოდი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა. შეუძლებელია სასამართლოს ეთქვა, რომ ეს ნორმა კონსტიტუციურია - ეს რუსეთში და ბელორუსშიც არ ხდება. ხდება მხოლოდ ჩრდილოეთ კორეაში", - განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, მოსამართლე ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე ავანტიურაში ჩაითრიეს, რაც სირცხვილია.

"ინტერპრესნიუსი"

სასჯელაღსრულების სამინისტრო გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ