პრეზიდენტი აცნობიერებს, რომ ის არის კონსტიტუციის გარანტი - სერგო რატიანი

პრეზიდენტი აცნობიერებს, რომ ის არის კონსტიტუციის გარანტი - სერგო რატიანი

პრეზიდენტი აცნობიერებს, რომ ის არის კონსტიტუციის გარანტი, - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სერგო რატიანი პრეზიდენტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო და დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.

"პრეზიდენტი აცნობიერებს, რომ ის არის კონსტიტუციის გარანტი, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს იმისთვის, რომ სახელმწიფომ შეინარჩუნოს სახე. აუცილებელია, გიგი უგულავას გათავისუფლება დღეს მოხდეს, რომელიც 15 თვეა პატიმრობაში იმყოფება", - განაცხადა სერგო რატიანმა.

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილება არის საბოლოო და სავალდებულოა შესასრულებლად. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განცხადებისას განაცხადა.

"სახელმწიფოს უმთავრესი დანიშნულებაა ადამიანის უზენაესი უფლებების დაცვა. მართლმსაჯულების მიზანიც სწორედ ამ უზენაეს უფლებათა უზრუნველყოფაშია. საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოები უნდა იდგნენ ამ უფლებათა სადარაჯოზე. საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილება არის საბოლოო და სავალდებულოა შესასრულებლად. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს საერთო სასამართლოების მიერ. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ამ გადაწყვეტილების ყველა კონკრეტულ შემთხვვეაში აღსრულების პროცესს", -განაცხადა პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."