"რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელევიზიასთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე წერს:
"დაიწყო რ2ის პროცესი. უნდა განხილულიყო ჩვენი შუამდგომლობები: მოსამართლის აცილების, საქმის კოლეგიური განხილვის, ყადაღის და სხვა შეზღუდვების შესახებ შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ.
აღმოჩნდა, რომ სამივე შუამდგომლობაზე უკვე უარი გვეთქვა, მეტიც, ყადაღის განჩინებაზე საჩივარი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ურთმელიძემ და უარი გვითხრა.
დღის ტურავას სტატუსი დამაჯერებლად დაიმსახურა მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ" - წერს გვარამია.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2"-ის ქონება სრულად დააყადაღეს. ყადაღა დაედო შპს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის მფლობელთა წილებს. არხის მეწილეებს აეკრძალათ ტელეკომპანიის სახელით ვალდებულებების აღება, რეორგანიზაცია, წესდებაში ცვლილებების შეტანა, საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა.