უნგრელი ოპერატორის მიერ წაქცეული სირიელი ლტოლვილი ესპანურმა საფეხბურთო კლუბმა მწვრთნელად მიიწვია

უნგრელი ოპერატორის მიერ  წაქცეული სირიელი ლტოლვილი ესპანურმა საფეხბურთო კლუბმა მწვრთნელად  მიიწვია

კადრებმა, რომელშიც უნგრელმა ოპერატორმა სირიელ ლტოლვილს ფეხი წამოუდო და წააქცია, მთელი მსოფლიო შემოიარა. მომხდარის გამო, ტელევიზიის თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს. თუმცა ისტორია ამით არ დასრულებულა, ლტოლვილი, რომელსაც ხელში ბავშვი ეჭირა, სირიის საფეხბურთო პრემიერ ლიგის ერთ-ერთი გუნდის al-Fotuwa SC-ის მწვრთნელი, ოსამა ალ-აბდ ალ-მოჰსენი აღმოჩნდა.

სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ ოსამა ესპანური საფეხბურთო კლუბის, "ხეტაფეს" საფეხბურთო სკოლამ მიიწვია და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ კლუბი "ხეტაფე" 1983 წელს შეიქმნა და ამჟამად ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში თამაშობს.

სამხრეთ აფრიკელ ქალს 10 ტყუპი არ გაუჩენია და ის ორსულადაც არ ყოფილა - რატომ მოიგონა 37 წლის გოშამემ შვილების გაჩენა? - უჩვეულო ამბის დეტალები

მაიამიში მრავალსართულიანი შენობა ჩამოინგრა, არის მსხვერპლი - ამ დროისთვის ადგილზე მაშველები მუშაობენ

"დღეს არავინ დაიღლება... მიწაზე არავინ დაეცემა. მინდა ვნახო, რომ გლადიატორები ვართ" - უნგრელი ფეხბურთელების ბრძოლა და გუნდი, რომელმაც ევროპა გააოცა