დავით საგანელიძე პარლამენტს ტოვებს - რა პოზიციას დაიკავებს უმრავლესობის ლიდერი

დავით საგანელიძე პარლამენტს ტოვებს - რა პოზიციას დაიკავებს უმრავლესობის ლიდერი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ შესაძლოა, პარლამენტი დატოვოს. ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტში რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული დავით საგანელიძე საპატრნიორი ფონდის აღმასრულებელ დირექტორად გადავიდეს. ამასთან, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ამის შესახებ ინფორმაცია მას არ ჰქონია.

როგორც მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საპარტნიორი ფონდის აღმასრულებელ დირექტორად დავით საგანელიძის გადასვლა უმრავლესობისთვის დანაკლისი იქნება. საპარტნიორო ფონდის ახლანდელი ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრობის კანდიდატად არის წარდგენილი.

დავით საგანელიძის მიერ პარლამენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა, თუმცა არც ერთხელ არ დადასტურებულა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."