გიორგი მარგველაშვილის მიმართვა მოსამართლეთა კორპუსს

გიორგი მარგველაშვილის მიმართვა მოსამართლეთა კორპუსს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსამართლეთა კორპუსს მიმართავს. მიმართვაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, ქვეყნის პირველი პირი აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ადგილი ჰქონდა სასამართლო პროცესების პოლიტიზირების მცდელობას, ასევე მხარდაჭერას უცხადებს მთელ სასამართლო კორპუსს.

"მიუკერძოებელი, პოლიტიკურად ნეიტრალური, მხოლოდ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სასამართლოს ფორმირება ქართველი ხალხის ურყევი ნებაა. ამ პროცესს დაცვა, გაფრთხილება და განმტკიცება სჭირდება. ბოლო დღეების განმავლობაში ადგილი ჰქონდა სასამართლო პროცესების პოლიტიზირების მცდელობას, როგორც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სპექტრის, ასევე, უცხო ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლის - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან.

ასეთი პოლიტიკური ვნებათაღელვის ფონზე მხარდაჭერას ვუცხადებ მთელ სასამართლო კორპუსს და მომავალშიც ვადასტურებ ჩემი და საზოგადოების თანადგომას დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების ამ რთულ გზაზე", - ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."