ხმაურია ივანიშვილის ბიზნესცენტრთან - დააკავეს აქციის ორი მონაწილე

 ხმაურია ივანიშვილის ბიზნესცენტრთან - დააკავეს აქციის ორი მონაწილე

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან, სადაც გიგი უგულავას დაკავების გასაპროტესტებლად მოქალაქეები მივიდნენ, ამ წუთებში ხმაურია.

"რუსთავი2"-ის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა აქციის ორი მონაწილე დააკავეს, რის შემდეგაც ადგილზე ვითარება დაიძაბა. დაკავებული პირების სამმართველოში გადაყვანის საშუალებას პოლიციელებს აქციის მონაწილეები არ აძლევდნენ. ისინი საპატრულო მანქანას წინ გადაუდგნენ.

სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე შეხლა-შემოხლაც მოხდა. მიუხედავად წინააღმდეგობისა სამართალდამცავებმა დაკავებულები პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."