"ახლა ივანიშვილს იმხელა ვარდისფერი სათვალეები უკეთია, რომ..." - გიგი უგულავა

"ახლა ივანიშვილს იმხელა ვარდისფერი სათვალეები უკეთია, რომ..." - გიგი უგულავა

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში "თავიდანვე ვარდისფერი სათვალით მოვიდა" და ახლაც "დიდი ვარდისფერი სათვალეები" უკეთია. ამის შესახებ გიგი უგულავამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი თანამდებობაზე ყოფნის დროს ადამიანი ვარდისფერი სათვალეებით ცქერას ეჩვევა.

"ახლა ივანიშვილს იმხელა ვარდისფერი სათვალეები უკეთია, რომ... თავიდანვე ვარდისფერი სათვალით მოვიდა და ასე უყურებს. თავისი ჰერბარიუმის იქეთ რა ხდება, არ იცის", _ განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, პატიმრობის პერიოდი მისთვის მოპოვებული დროა, რადგან შეძლო ალტერნატიული კუთხეებიდან შეეხედა ამა თუ იმ მოვლენისთვის.

"ფსიქოლოგიურად მე გამეხსნა ის შინაგანი სამყარო, რომ ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისას, იქნება ეს საზოგადოებრივი თუ პირადი, რაღაცა ალტერნატიული კუთხეებიდან შეხვხედო ამა თუ იმ მოვლენას. მე ვიყავი ჩამოყალიბებული ადამიანი, რომელსაც მქონდა ჩემი შეხედულებები. ასე ვთქვათ, ჩემი ადგილი დროსა და სივრცეში, საიდანაც მე ვუყურებ სამყაროს. ახლა მე მაქვს შესაძლებლობა, შენი კონკრეტული პოზიციიდანაც შევხედო ცხოვრებას, რაც შეიძლება მთელი ცხოვრება იცხოვრო და ვერ მიაღწიო. ამიტომ ვთვლი, რომ ეს ჩემთვის მოპოვებული დროა", _ დასძინა უგულავამ.

მისივე თქმით, პატიმრობის პერიოდში იგი ერთობოდა იმით, წარმოიდგენდა, ვინ შეიძლებოდა მასთან ერთად ყოფილიყო საკანში და მასთან ერთად ესაუბრა.

უგულავას თქმით, პირველი წარმოიდგინა კახა ბენდუქიძე, რომელიც იმ პერიოდში საქართველოდან წასული იყო და რთული მდგომარეობა ჰქონდა.

"ვიფიქრე, ვიფიქრე და ვერ წარმოვიდგინე. შევუთვალა, რომ ის არ შეიძლებოდა ციხეში ჩამჯდარიყო", _ აღნიშნა უგულავამ.

მისივე განცხადებით, ბენდუქიძის გარდაცვალების შესახებ შეიტყო და ძალიან განიცადა. უგულავას თქმით, ბენდუქიზე მისი პერსონალური მეგობარი იყო და თვლის, რომ ქვეყანას დააკლდა.

უგულავა აცხადებს, რომ სასაუბროდ მან ასევე წარმოიდგინა გიგა ბოკერია, თუმცა იმწამსვე "დაიბრაკა". შემდეგ წარმოიდგინა გოკა გაბაშვილი, რომელსაც გაუძლებდა და ბექა მინდიაშვილი, ბოლოს ამ ორ ადამიანზე შეჯერდა.

"ეს გონების თამაშია, გინდა წარმოიდგინო ადამიანი, რომელსაც ელაპარაკები", _ დასძინა უგულავამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."