"გაგვიჭირდა, მაგრამ ვიომეთ!" - პოსტ ტონგური პოსტი გამარჯვების შემდეგ

"გაგვიჭირდა, მაგრამ ვიომეთ!" - პოსტ ტონგური პოსტი გამარჯვების შემდეგ

გავიმარჯვეთ! არადა ველოდით რომ გაგვიჭირდებოდა, გაგვიჭირდა კიდეც მაგრამ ვიომეთ. ომში მოპოვებულ გამარჯვებას სხვა ფასი აქვს. დღეს ყველაზე ლამაზი იყო ჩემი "ფეისბუქის" ე.წ. კედელი, ყველა გამარჯვებაზე წერდა, ყველას გვიხაროდა, ერთმანეთს ვულოცავდით. "ბორჯღალოსნებმა" შეძლეს ის რაც დიდი ხანია ყველას სანატრელი გვაქვს - ერი გააერთიანეს. ყველას ერთად გვიხაროდა ჩვენი საამაყო ბიჭების წარამტება,ბიჭების რომლებმაც იცოდნენ რომ მთელი საქართველოს იმედედად იყვნენ და ეს იმედი არც გაგვიცრუეს. 5 სექტემბერს იაპონიას შეხვდნენ ჩვენი ბიჭები, მანამდე პირველ სექტემბერს კანადას და უფრო ადრე ინგლისის პრემიერლიგის გუნდს, ეს სამივე შეხვედრა წააგეს. მაშინ ბევრმა ჩასაფრებულმა დაიწყო მათი განქიქება, ბევრმა ისიც თქვა: "ბორჯღალოსნებს" ქება თავში აუვარდათ და იმიტომაც წააგესო, სუსტებიც დაუძახეს ერთი ორგან, მოკლედ უსაფუძვლო ტალახი არცთუ ცოტა ესროლეს. ძალიან მინდა ეს ხალხი ერთად შევკრიბო და ჩვენი ბიჭების გამარჯვება მივულოცო, დარწმუნებული ვარ მათაც გაუხარდათ ტონგას ძლევა.

გუშინ ძალიან მაგარი ისტორია დაიწერა, ამაყი და ბედნიერი ვარ რომ ამ ყველაფრის მომსწრე ვარ. სხვა თუ არაფერი, 19 სექტემბრის უდიდესი გამარჯვება მექნება ჩემი ნენესთვის მოსაყოლი, რომელიც მიუხდავად ასაკისა ( 3წლისაა) ჩემთან ერთად იჯდა ტელევიზორთან და გულშემატკივრობდა. მართალია ნენეს ჩემი სიხარული უფრო უხაროდა, რადგან თამაშის მიმდინარეობას დიდად ვრ ხვდებოდა, მაგრამ იმას გრძნობდა რომ მაგარ ქართველებს ხედავდა. იმ ადამიანებს უყურებდა, რომლებიც უღალატოები არიან. მათ სათამაშო ლექსიკონში ეს ცნება უბრალოდ არ არსებობს, იმიტომ რომ ისინი "ბორჯღალოსნები" არიან.

გუშინ ისეთი ხალხი იყო გახარებული რომელსაც რაგბი არასოდეს უნახავს, გულწრფელად რომ ვთქვათ ვერც გაიგო მოგების მნიშვნელობა, მაგრამ გარშემო ყველას რომ უხაროდა მათაც გაედოთ ეს სიხარული. დიდი იყო მსაჯის სასტვენის შემდგომი ემოცია, ბევრს გულის მოსაბრუნებელი წვეთები დასჭირდა, ბევრმა წამლების გარეშე გადაიტანა გამარჯვების სიხარული, მაგრამ კაი ხანს გონზე მოსვლა გაუჭირდა, მოკლედ გუშინ ჩვენი სიხარულის დღე.

უახლოესი მატჩი რომელსაც თბილისში ჩაატარებენ, ბორჯღალოსნებს,, თებერვალში უწევთ. სტუმარი გერმანიის სუსტი გუნდი იქნება, ბორჯღალოსნებმა დაიმსახურეს რომ სტადიონი იმ დროსაც შევავსოთ როდესაც რუსეთს არ ვხდებით. ეს ბიჭები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ გაგვახარონ, გვაამაყონ ჩვენი ქვეყნით, ჰიმნის მოსმენისას გაგვაჟრჟლოს და დროში დანახვაზე კიდევ უფრო ვიგრძნოთ რომ ქართველები ვართ. ჰოდა ასეთ ხალხს, ამაგს მხოლოდ გვერდში დგომით გადავუხდით, სხვას ჩვენგან არაფერს ითხოვენ.

მადლობა ბიჭებო კიდევ ერთხელ, მადლობა ძალიან დიდი სიხარულისთვის, მადლობა თავდადებისათვის, მადლობა შეუპოვრობისათვის და მადლობა რომ შემიძლია მერქვას ისეთი მაგარი გუნდი მეთექვსმეტე მოთამაშე როგორიც თქვენ ხართ!

ამაყი ვარ, ძალიან ამაყი რომ საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების გულშემატკივარი მქვია. ვიცი, ჩემი გუნდი ყოველთვის პირველი იქნება, რადგან იქ კაცები თამაშობენ.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია