როგორ სჯიდნენ ღალატისთვის ქალს ფშავში - მთიელთა სასტიკი წეს-ჩვეულებები

როგორ სჯიდნენ ღალატისთვის ქალს ფშავში - მთიელთა სასტიკი წეს-ჩვეულებები

საქართველოს მთიელთა წეს-ჩვეულებებში ბევრი რამაა ისეთი, რაც დღევანდელი გადასახედიდან უცნაურად და დაუჯერებლად ჟღერს. ამჯერად ფშაველების ქორწინებასა და ცოლ-ქმრული ცხოვრების ზოგიერთ დეტალზე გიამბობთ.

ფშაველი ქალ-ვაჟი, როგორც წესი, მშობლების ნება-სურვილის მიხედვით ქორწინდებოდა. ქალის ასაკს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ - ის შეიძლებოდა საქმროზე უმცროსიც ყოფილიყო და უფროსიც. პირველი, რითაც ქალის მთხოვნელი ინტერესდებოდა, "მწოლელ-მდგომელი", ანუ მოწაწლე ხომ არ არისო. თუმცა ვინაიდან წაწლობა სამარცხვინო საქმედ არ ითვლებოდა, ქალს ამის გამო არ იწუნებდნენ. ამის მერე სიყოჩაღეს გამოიკითხავდნენ და ბოლოს არკვევდნენ, ჰყავდა თუ არა სარძლოს სამზითვო საქონელი (ცხვარი, ძროხა...) და რამდენი.

სხვათა შორის, ქალ-ვაჟის აკვანში დანიშვნის ხევსურული წესს ფშავშიც მისდევდნენ, მაგრამ შემდეგ უარი თქვეს ამ წესზე. ამის მიუხედავად, ქალ-ვაჟის დანიშვნა მაინც ხდებოდა ისე, რომ ერთმანეთს არც კი იცნობდნენ. ქალი შეიძლება ხატში ან ქორწილში სადედამთილოს, სამულეს ან სამაზლეს ენახა და ამით იწყებოდა გარიგება.

თუ გარიგება შედგებოდა და ქორწილიც დაინიშნებოდა, საქმრო საცოლეს წამოსაყვანად აუცილებლად შაბათს უნდა მისულიყო, მეორე დღეს მიჰყავდა თავის სახლში. სამი დღის განმავლობაში ცოლ-ქმარი ერთად, მაგრამ და-ძმასავით უნდა წოლილიყო. მიყვანის ღამეს ცალკე ადგილს გამონახავდნენ სათივეში ან ბეღელში და იქ უშლიდნენ ლოგინს. ნეფე-დედოფალს დაწოლის დროს თან ახლდნენ ქალის ძმა და მეჯვარეები. ისინი ნეფე-დედოფალს დააწვენდნენ, ხანჯლის წვერებით სახურავზე ჯვრებს გამოსახავდნენ და წყვილს მარტო ტოვებდნენ.

შაბათს დაწყებული ქორწილი სამშაბათამდე ან ოთხშაბათამდე გრძელდებოდა. თუ სასიძო შეძლებული იყო, შეიძლება მომავალ შაბათამდეც გაგრძელებულიყო.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია