ღუდუშაურის კლინიკა მარიამ კუკუნაშვილის განცხადებას ეხმაურება. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მარიამ კუკუნაშვილის არაკორექტული განცხადება ღუდუშაურის კლინიკაში გვამების ე. წ. "დატყვევების" შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
"კლინიკა გარდაცვალების შემთხვევების რეგისტრაციისა და დაკრძალვის წესებს ზედმიწევნით იცავს, რაც გულისხმობს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაციის მოწესრიგებას. კლინიკა იუსტიციის სახლის დახმარებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში უზრუნველყოფს აღნიშნულ დოკუმენტაციის მომზადებას და გვამის დასაკრძალად გადაცემას. ღუდუშაურის კლინიკა აღნიშნულ წესს იცავს განუხრელად, რაიმე გამონაკლისის გარეშე, რის გამოც კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით "ამბები.გე"-ზე გვამების ე. წ. "დატყვევებასთან" დაკავშირებით გამოქვეყნებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც ჩრდილს აყენებს კლინიკის საქმიან რეპუტაციას", - აღნიშნულია კლინიკის განცხადებაში.
თამარ ბოჭორიშვილი
იხილეთ ასევე: "ახალშობილი ტყუპების გვამები ღუდუშაურშია დატყვევებული" - მარიამ კუკუნაშვილი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს