რატომ გარბის საქართველოდან კაპიტალი?

რატომ გარბის საქართველოდან კაპიტალი?

მას შემდეგ, რაც ლარმა დოლარის მიმართ გაუფასურება დაიწყო, მიზეზად ბევრი გარემოება დასახელდა, მათ შორის - გარე ფაქტორები და უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემცირება

ოფიციალურად 1 დოლარი უკვე 2,45 ლარი ღირს, სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში კი დოლარის ფასი 2,50-ლარიან ნიშნულს გადასცდა. მაისის შემდეგ ეროვნულ ბანკს დოლარი გასაყიდად არ გამოუტანია და როგორც ჩანს, ამის გაკეთებას არც აპირებს, რადგან "ბანკთა ბანკში" ფიქრობენ, რომ რეზერვების ხარჯვას აზრი არ აქვს. არადა, ექსპერტები ეროვნულ ბანკს მოუწოდებენ, პანიკისა და დოლარზე არსებული მოთხოვნის ჩასაცხრობად წლის ბოლომდე გასაყიდად 100 მილიონი დოლარი გამოიტანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ლარის უფრო გაუფასურებას არ გამორიცხავენ.

მას შემდეგ, რაც ლარმა დოლარის მიმართ გაუფასურება დაიწყო, მიზეზად ბევრი გარემოება დასახელდა, მათ შორის - გარე ფაქტორები და უცხოეთიდან ფულადი გზავნილების შემცირება. აგვისტოს მონაცემებით, ფულადი გზავნილები ისევ იკლებს - დაახლოებით 35%-ით შარშანდელ აგვისტოსთან შედარებით, თუმცა, გამოსწორებულია რამდენიმე მაჩვენებელი, რასაც, წესით, ლარის კურსზე დადებითად უნდა ემოქმედა. მათ შორის არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაზრდილი მაჩვენებელი და შემცირებული იმპორტი, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოსვლასა და გადინების შეკვეცას. მიუხედავად ამისა, ლარი სწრაფი ტემპით განაგრძობს ვარდნას, რაც პროდუქტებზე ფასების ზრდას, დოლარში აღებული სესხების გაძვირებასა და ბიზნესის დამუხრუჭებას იწვევს. პერსპექტივას კიდევ უფრო უიმედოს ხდის პროგნოზის არარსებობა - არავინ იცის, რა სჭირს ლარს, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს მისი გაუფასურება და სად ქრება დოლარი, თუკი ინვესტიციები მხოლოდ ბოლო 3 თვეში 81%-ით გაიზარდა?!

ამ დავიდარაბაში რატომღაც არავინ ახსენებს საქართველოდან გასულ კაპიტალსა და მის მოცულობას, არადა, სულ ტყუილად, რადგან თუ ფულადი გზავნილების შემცირება შეიძლება გახდეს დოლარის დეფიციტის მიზეზი, რატომ არ შეიძლება, კაპიტალის გასვლა, რომლის თვიური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება გზავნილებს, დოლარის მასის შემცირებას იწვევდეს? მაგალითისთვის გეტყვით, რომ მართალია, 2015 წლის მეორე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 530 მილიონი დოლარი შემოვიდა, მაგრამ ამავე თვეში 175 მილიონი გავიდა და ესეც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 2-3 წელიწადში. კაპიტალის გადინება 2013 წლიდან იზრდება, ძირითადად, ოფშორულ ზონებში. მაგალითად, იმავე წელს მხოლოდ კვიპროსში 106 მილიონ დოლარზე მეტი გაიტანეს, სულ კი, წლის განმავლობაში, ქვეყნიდან 1 მილიარდ დოლარზე მეტი ავიდა. დაახლოებით ამდენივე გაიტანეს 2014 წელსაც. საჯარო რეესტრის მონაცემებს თვალს თუ გადავავლებთ, დავინახავთ, რომ ბევრი დიდი კომპანია, განსაკუთრებით კი ის კომპანიები, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების წევრებსა და მათთან დაახლოებულ პირებს უკავშირდება, კვიპროსში, კაიმანის კუნძულებსა და სხვა ოფშორულ ზონებშია დარე­გისტრირებული. ამიტომ ჩნდება ეჭვი - ბევრ სხვა გარე ფაქტორთან ერთად, საქართველოდან კაპიტალის გატანა ხომ არ უწყობს ხელს დოლარზე მოთხოვნის ზრდასა და ლარის გაუფასურებას?

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: "უნდა ვივარაუდოთ, რომ ფული გააქვს იმას, ვინც ან უკეთეს დასაბანდებელ ადგილს პოულობს, ან ხედავს პოლიტიკურ თუ სხვაგვარ საფრთხეს და ფულს ქვეყნის გარეთ მალავს. ამ შემთხვევაში ფული ან ისეთ ქვეყნებში გადის, სადაც გამჭვირვალედ მიდის ეს პროცესი, ან ოფშორებში ბინავდება - ფაქტობრივად, მუთაქებში.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია