პრემიერ-მინისტრი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ხვდება

პრემიერ-მინისტრი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს  ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძესთან სამუშაო შეხვედრას მართავს.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ დაიწყო. შეხვედრის დაწყებამდე კომენტარები არ გაკეთებულა.

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრთან გამართულ სამუშაო შეხვედრას მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ესწრებიან.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ლარის კურსთან დაკავშირებული საკითხია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."