მოულოდნელი საჩუქარი ქალბატონებს ბაკურიანისგან - როგორ გადააქცია "ბაკურიანმა" ჩვეულებრივი დღე არაჩვეულებრივად

მოულოდნელი საჩუქარი ქალბატონებს ბაკურიანისგან - როგორ გადააქცია "ბაკურიანმა" ჩვეულებრივი დღე არაჩვეულებრივად

"ბაკურიანმა" ერთი ჩვეულებრივი დღე ბევრი ადამიანისთვის განსაკუთრებულად აქცია. თბილისის სხვადასვა უბანში, სხვადასხვა ორგანიზაციაში, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელი ქალბატონებისთვის, 14 სექტემბერი განსაკუთრებულად დაიწყო. მათ მინდვრის ყვავილების თაიგული და 1 ბოთლი წყალი მიიღეს საჩუქრად "IDS ბორჯომი საქართველოს" ბრენდ "ბაკურიანის" მაისურში გამოწყობილი კურიერისგან. საჩუქარს თან ხელნაწერილი წერილიც ახლდა, სადაც იმის რეცეპტიც კი ეწერა, თუ როგორ უნდა გადააქციო ერთი უბრალოდ დღე განსაკუთრებულად და როგორ უნდა ვიპოვნოთ ცხოვრების მამოძრავებელი ძალა.

"დაიწყეთ დღე ღიმილით, დალიეთ "ბაკურიანი", იგრძენით ცხოვრების სიჯანსაღე და გახსოვდეთ, რომ თქვენ, სწორედ თქვენ ხართ დიდი მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი. თითოეული ჩვენგანი გავცემთ და ვიღებთ ემოციებს, რაც გვეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში, რაც არის ჩვენი მამოძრავებელი ძალა. გვახარებს ის, რომ ვცხოვრობთ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, ვმუშაობთ, ვერთობით, გვიყვარს, ვუყვარვართ", - ასე იწყებოდა წერილი, რომელიც მასწავლებელმა, აღმზრდელმა, მზარეულმა, მეტროპოლიტენის თანამშრომელმა, ტაქსის მძღოლმა, მცხობელმა, გამყიდველმა, მიმტანმა, ჟურნალისტმა და სხვა პროფესიის ქალბატონმა მიიღო "ბაკურიანის" აქციის ფარგლებში და რამაც მართლაც მოჰგვარა ღიმილი საჩუქრის ყველა ადრესატს.

ამ აქციის ყველა ნიუანსი ერთმანეთზე საინტერესოა. მინდვრის ყვავილებმა თბილისამდე გვარიანი მანძილი გაიარეს. "ბაკურიანის" მწარმოებელი კომპანიის "IDS ბორჯომი საქართველოს" წარმომადგენლება ყვავილები წაღვერელი და ბაკურიანელი ბავშვებისაგან შეიძინეს, რომლებაც საკუთარი შრომის დაფასებაც მიიღეს და საჩუქრებიც გაუკეთეს საკუთარ თავს და ახლობლებს. ეს ამბავი იმ წერილშიც ეწერა, ლამაზად რომ იყო დაგრაგნილი ყვავილების თაიგულში.

"...უკვე ვხედავ ღიმილს თქვენს სახეზე. დიახ, ეს ყვავილებიც, სწორედ იმ პოზიტიური ემოციის ნაწილია, რომელსაც თქვენ ახლა განიცდით. განიცდით არა მარტო თქვენ, განიცდიან ის ბაკურიანელი პატარა გოგო-ბიჭებიც, ვისგანაც ეს თაიგულები სპეციალურად თქვენთვის შევიძინეთ. ნუ დაივიწყებთ, რომ კავშირი ყოველთვის ორმხრივია. "ბაკურიანი" - შენ გრძნობ, სხვები ამჩნევენ!" - ასე სრულდებოდა "ბაკურიანის" გზავნილი და ასე იწყებოდა ღიმილი უმეტესი ქალბატონის სახეზე.

"თავდაპირველი იდეა ბაკურიანისკენ მიმავალი გზაზე მდგომი ყვავილების გამყიდველი ბავშვების დაფიქსირებით გაჩნდა. ხშირად შეგვიმჩევია პატარები, როგორ აქტიურად ცდილობდნენ გამვლელებისვის მიეყიდათ მინდვრის ყვავილები და შემდეგ უკვე მოგვივიდა სასწავლო წლის დაწყებისა და ამ ბავშვების ერთმანეთთან დაკავშირების აზრიც. ქალბატონების უმეტესობას უყვარს ყვავილები, განსაკუთრებით კი მათი საჩუქრის სახით მიღება, რაც უმრავლეს შემთხვევაში პოზიტიური ემოციების შექმნასა და გაზიარებას უკავშირდება. შესაბამისად, შევარჩიეთ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, რომლებსაც სპონტანურად გადავცემდით თაიგულს. ქალბატონებს შევუქმენით პოზიტიური განწყობა. აბსოლუტური უმრავლესობა ამ ფაქტს აღტაცებით შეხვდა და ვფიქრობთ, აქციის მიზანმაც გაამართლა. ახალი სასწავლო თუ სამუშაო სეზონისთვის ქალბატონები უფრო მოტივირებულები იქნებიან და შესაბამისად, მეტ წარმატებასაც მიაღწევენ საკუთარ საქმეში", - განაცხადა ჩვენთან საუბარში "ბაკურიანის" ბრენდმენეჯერმა ნინი ჩიქოვანმა.

ჩვენ აქციის თემაზე, ყვავილების ერთ-ერთ ადრესატს, მე-18 საჯარო სკოლის მასწავლებელს მარიამ ლაკიასაც გავესაუბრეთ.

"სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის ახალ, საინტერესო განცდებთან ასოცირდება. ჩვენ, მასწავლებლები მუდმივად ვზრუნავთ მოსწავლეების მოტივირებაზე და მათში სწავლის წახალისებაზე და ეს ჩვენი პროფესიის ნაწილია. ამ დროს კი მოტივაცია და ამაღლებული განწყობა ჩვენც გვჭირდება. ჩვენც მასწავლებლებს, რათა ისევ გავაგრძელოთ აქტიური საქმიანობა ახალი თაობის განათლების მიმართულებით. ამ განწყობის შესაქმნელად კი წელს "ბაკურიანმა" იზრუნა და ნამდვილად მოულოდნელი სიურპრიზი მოგვიწყო. როდესაც საკლასო ოთახში შევედი და თაიგული დავინახე, თავიდან ახალი მოსწავლის მიერ მორთმეული მეგონა, თუმცა "ბაკურიანის" ბოთლმა და შემდეგ უკვე წერილმა ყველაფერი ნათელი გახადა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ ამ მნიშვნელოვანი დღის გალამაზებისთვის", - დასძინა მარიამმა დასასრულს.

ჩვენ მოვახერხეთ წაღვერის საჯარო სკოლის მოსწავლე ქეთისთან დაკავშირებაც, რომელმაც ამ ისტორიის საკუთარი მხარე დაგვანახა.

"ყვავილებს რამდენიმე წელია, რაც გზაზე მეგობრებთან ერთად ვყიდი. ძირითადად აქვე მინდორში ვნახულობთ და ცოტაოდენ ფულს ვშოულობთ. ამ რამდენიმე კვირის წინ დაგვიკავშირდნენ "IDS ბორჯომი საქართველოს" წარმომადგენლები და გვთხოვეს ბევრი თაიგულის გაკეთება. რამდენიმე დღე დაგვჭირდა საკმარისი რაოდენობის ყვავილების მოსაგროვებლად და შესაკვრელად. თუმცა ეს ყველაფერი დროულად მოვახერხეთ. შემდეგ უკვე შევიტყვეთ ამ აქციის საინტერესო მიზნის შესახებ. ჩვენი მხრიდანაც გვინდა, ქალბატონებს მივულოცოთ ეს დღე".

იმედი ვიქონიოთ, რომ ყოველთვის სპონტანური, მოულოდნელი და თანამედროვე "ბაკურიანი" მომავალშიც გაგვანებრივებს ქალბატონებს და სხვებსაც სიურპრიზებითა და საინტერესო აქციებით.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია