სუიციდის მიზეზები ჯარში: დეპრესია და გემბლინგი

სუიციდის მიზეზები ჯარში: დეპრესია და გემბლინგი

2015 წელს უკვე სამი ფაქტი­ დაფიქსირდა. ამავე მიზ­ეზით სამ-სამი ჯარისკაცი დავ­კარგეთ 2013 და 2014 წლებში. 2012 წელს ოთხმა სამხედრო პირმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით. ექიმების ძალისხმევით რამდენიმე სიკვდილს გადაურჩა. მათ შორის ერთ-ერთი თვე-ნახევრის წინ გორის სამხედრო ჰოსპიტალში თავდაცვის მინისტრმაც მოინახულა.

ვენებგადაჭრილმა ჯარისკაცმა პალატის­ კარის შეღებაზე მძიმედ მოატრიალა თავი და მოულოდნელობისგან წამოხტა. "ეს პირვ­ელი საბრძოლო იარაა, ოღონდ საკუთარ თავთან ბრძოლაში, არა?" - ჰკითხა­ სტუმარმა და დაბინტული მაჯებიდან უხერხულად დაკიდებული ხელის მტევნები საკ­უთარ ხელებში მოიმწყვდია. "დამიჯერე­, არანაირი სატკივარი, საფიქრალი არ ღირს ამად. სიცოცხლე იმდენად ძვირფასია, რომ მხოლოდ ძალიან კარგ საქმეებში უნდა დახ­არჯო, თანაც შენნაირმა ახალგაზრდამ".

ბიჭმა უხერხულად გაიხედა გვერდზე. კონფიდენციალურობისა და ადამიანური თან­ა­გრძნობის გამო, არავის უკითხავს, რატომ სცადა თვითმკვლელობა. თუმცა, პალატიდ­ან გამობრუნებულმა თინა ხიდაშელმა დაიჩივლა, ნეტავ რატომ იკლავენ ჯარისკაცები თავს, მინდა ეს ბოლო მცდელობა იყოსო­. სამწუხაროდ, მიმდინარე წლის სექტემბრის დამდეგს კიდევ ერთ ჯარისკაცს ვერ მიუსწრეს.

დაღუპულთა საქმეებს იძიებენ... გავ­რ­ცელებული ინფორმა­ციით, ერთ-ერთმა თვითმკვ­ლელმა წერილი დატოვა, რის მიხედვითაც, ამ გადაწყვეტილების მიზეზი შესაძლოა აზარტული თამაშები იყოს... აზარტული­ თამაშების გა­მო­ დიდძალი ვალი დაუგროვდა­ ხობელ ბ.ა.-საც, რომელმაც ზაფხულში­ სამხედრო ფეხსაცმლის ზონრებით ჩამოიხრჩო­ თავი. ის ავღანეთში­ წასასვლელად ემზადებოდა.

როგორც ამბობენ, კრწანისის სასწავლო­ ცენტრში გ.კ.-ს დაღუპვის მიზეზიც გემბლ­ინგი გახდა.

ანა დოლიძე, თავდაცვის­ მინისტრის­ მოადგილე:

- 2012 წლამდე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობა ჯარში სუიციდის­ მიზეზებს არ იკვლევდა, იმდენი ამბის მიჩ­ქმალვაში არიან შემჩნეული, რომ შეუძლებელია, მათი ინფორმაცია რეალური იყოს. ამიტომაც სუიციდის მსხვერპლთა ათვლა 2012 წლიდან მიიჩნევა სანდოდ. შეიქ­მნა ფსიქოლოგიური­ შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტი, რომელიც ცდილობს­, გამოავლინოს ყველა ის პრობ­ლემა, რომელთა დროულად მოგვარება თავიდან აგვაცილებს ტრაგიკულ შედეგებს.

ჯარში სუიციდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აზარტული თამაშების სიყვარული­ აღმოჩნდა. მხოლოდ ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლას არ ვაპირებთ. ვიმუშავებთ­ არა მხოლოდ ჯარისკაცებთან, ყველასთან, ვისაც შეხება აქვს მათთან.

პრიორიტეტს ვანიჭებთ კაპელანებს, ვისთვისაც ცნობილია­ ჯარისკაცების სულიერი მდგომარეობა. სასულიერო პირებს აღვჭურავთ სათანადო ცოდნით, რათა იოლად შეამჩნიონ ჯარისკაცს დეპრესია და გაუწიონ დახმარება". თავდაცვის სამინისტროს ინი­ციატივით, საკანონმდებლო ცვლილების შედეგად ყველას, ვინც აღნიშნულ სფეროში საქმიანობას გადაწყვეტს, ან უკვე მუშაობს, აეკრძალება აზარტული თამაშები. სამინისტროში არ აკონკრეტებენ, როგორ გააკონტროლებენ­ მათ თამაშებს ინტერნეტკაზინოში.

გუგა სიხარულიძე, ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

- როდესაც თამაშზე დამოკიდებულება პიკს აღწევს, ადამიანი უარყოფს სამსახურს, ოჯახსა და ყოველივე­ ძვირფასს. ამიტომაც ძნელია მტკიცება, რომ კანონით აკრძალვა თამაშზე უარს ათქმევინებს გემბლინგით გატაცებულს. ასეთი ადამიანები საჭიროებენ სერიოზულ დახმარებას. შეიარაღებულ ძალებში მომუშავე პირები უნდა დავაზღვიოთ მსგავსი რისკისგან, საქმე აქამდე არ უნდა მივიდეს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია