ქართული თაფლის 87% საუდის არაბეთში გადის

ქართული თაფლის 87% საუდის არაბეთში გადის

საქართველოს გეოგრაფიული ზონა ერთ-ერთი უნიკალურია თავისი კლიმატითა და რაც მთავარია, მეფუტკრეობის განვითარებისთვის ხელსაყრელი მრავალფეროვანი ველური და კულტურული მცენარეული საფარით, რომელიც ორგანოლეპტიკური, ფიზიკური და ქიმიური თვისებებით უმაღლესი ხარისხის სხვადასხვა დასახელების თაფლის წარმოების შესაძლებლობას იძლევა. ამის შესახებ ექსპორტის პოტენციალის მქონე 21 პრიორიტეტული პროდუქტის ჩამონათვალშია აღნიშნული. ჩამონათვალი საქართველოში ცოტა ხნის წინ გამართული ამბასადორიალის ფარგლებში სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ელჩებს წარუდგინა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიოში ცნობილი ფუტკრის რამდენიმე ათეულ სახეობას შორის „ქართული მთის რუხი ფუტკრის“ ჯიშსა და მის პოპულაციებს განსაკუთრებული ადგილი უკავია. აღნიშნულმა ჯიშმა 1961, 1965 და 1971 წლებში საერთაშორისო გამოფენებზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა.

უწყების ცნობით, საქართველოში თაფლის წარმოების მიხედვით, ძირითადად, სამეგრელოს, აჭარისა და კახეთის სხვა რეგიონები გამოირჩევა. წარმოებული თაფლის 100% საოჯახო მეურნეობების მიერ იწარმოება, რომელთა უმრავლესობაც მოძველებულ ტექნოლოგიებს იყენებს. შესაბამისად, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში თაფლის პროდუქტიულობის დონე დაბალია და 1 სკაზე, დაახლოებით 11-12 კგ-ს შეადგენს.

2010 წელს საქართველოში - 4 200 ტონა, 2011 წელს - 2 700 ტონა, 2012 წელს - 4 100 ტონა, 2013 წელს - 3 900 ტონა, 2014 წელს კი 4,1 ტონა თაფლი აწარმოეს. რეგიონების მიხედვით, სამეგრელოს რეგიონზე თაფლის წარმოების 33% მოდის, აჭარასა და კახეთზე 15-15%, ხოლო დანარჩენ რეგიონებზე - 37%.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია