ლარი 100%-ით გაუფასურდა და 4-ჯერ დასუსტდა

ლარი 100%-ით გაუფასურდა და 4-ჯერ დასუსტდა

რამდენიმე დღეში საქართველოს ეროვნული ვალუტა 20 წლის გახდება. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს საიუბილეო თარიღის აღნიშვნის განწყობა დღეს, ალბათ, არავის აქვს. ამ პერიოდში ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებაში გაუფასურების კატასტროფულ მაჩვენებელს - 2,449 ლარს მიაღწია, ანუ 100%-ით გაუფასურდა, ხოლო 20 წლიან პერიოდში მისი მსყიდველობითი უნარი ოთხჯერ შემცირდა. მაგალითად, აშშ-ში დოლარის მსყიდველუნარიანობის 4-ჯერ შემცირებას 41 წელი დასჭირდა.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, 20 წლის წინათ ლარის რეალური გაცვლითი კურსი 1,23-ის ფარგლებში იყო. შემდეგ წლებში ეროვნულმა ვალუტამ ბევრი ქარტეხილი გადაიტანა, მაგრამ ყველაზე მძიმე პერიოდი ახლა უდგას. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლარი 40%-ით გაუფასურდა და დევალვაციის ისტორიულ რეკორდს მიუახლოვდა. 1999 წლის 23 თებერვალს ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2,4510 ლარი იყო. გამორიცხული არ არის ეს რეკორდი დღეს-ხვალ დაემხოს. 16 წლის წინათ ასეთი მაღალი კურსი მხოლოდ ერთი დღით შენარჩუნდა, ერთი თვის თავზე კურსი 2,2 ლარს ჩამოსცდა, ხოლო წლის ბოლოს კი, 1,9-ს. ამჯერად ასეთ პერსპექტივაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელია.

ხაზგასასმელია საქართველოში ინფლაციური პროცესების მკვეთრი ცვლილება, რაც ექსპერტების განცხადებით, არამდგრად და არასტაბილურ ეკონომიკას ახასიათებს. ფაქტობრივად, ინფლაცია და ქვეყანაში ფულის მსყიდველუნარიანობა უკუპროპორციული სიდიდეებია - რაც უფრო იზრდება ერთი, მცირდება მეორე და პირიქით. მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი საგადამხდელო საშუალება არის ლარი, ფულადი ტრანზაქციების, კრედიტებისა და დეპოზიტების დიდი მასა სხვა ვალუტაში (აშშ დოლარებში, ევროებში და ა. შ.) ხორციელდება, შესაბამისად, მათი მსყიდველუნარიანობაც იცვლება უკვე არა მხოლოდ ინფლაციის, არამედ სავალუტო კურსის ცვლილების მიხედვით.

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორ სოსო არჩვაძის განცხადებით, სტაბილური, მდგრადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის, როგორც წესი, დამახასიათებელია ინფლაციის საშუალო წლიური და დეკემბრის თვის 12-თვიანი ინფლაციის ტემპების მაქსიმალური დაახლოება. ასეთ ქვეყნებში ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, არ ახასიათებს შოკი და ჩავარდნა. როდესაც პერიოდების მიხედვით გაანგარიშებულ ინფლაციის მაჩვენებლებს შორის სხვაობა საკმაოდ დიდია, ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა არამდგრადია და პროცესები არასტაბილურად მიმდინარეობს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია