ტელეკომპანია "რუსთვი-2"-ის გადაცემა "არჩევანში" , ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის და არსებული ვითარებაში მართველი ხელისუფლების კომპეტენციაზე საუბარს ზვიად ძიძიგურსა და მიხეილ მაჭავარიანს შორის ცხარე დებატები მოჰყვა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დეპუტატის, მიხეილ მაჭავარიანის, განცხადებებმა "ქართული ოცნების" წევრი, ზვიად ძიძიგური, გააღიზიანა. მაჭავარიანმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს უნიათო და არაკომპეტენტური უწოდა. ამ განცხადებებმა ზვიად ძიძიგურის გაღიზიანება გამოიწვია, რასაც მცირე კამათი მოჰყვა.
"მინდა გიპასუხო, რომ გაგებაში არ ხარ" - მიმართა ზვიად ძიძიგურმა მაჭავარიანს.
- "შენთან შედარებით ერჰარდი ვარ" - რეპლიკას რეპლიკით უპასუხა მაჭავარიანმა.