აღმაშენებლის ხეივანზე მოძრაობა პარალიზებულია

აღმაშენებლის ხეივანზე მოძრაობა პარალიზებულია

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში საავტომობილო მოძრაობა გადატვირთულია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი აღმაშენებლის ხეივნიდან იტყობინება , ავტომობილების ჭარბი რაოდენობაა თბილისის საქალაქო სასამართლოდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე მონაკვეთში. საცობია ასევე ვაშლიჯვრის ასახვევთან, სადაც ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მძღოლები აცხადებენ, რომ მათ საცობში ერთ ადგილზე დაყოვნება ათი და მეტი წუთის განმავლობაში უწევთ. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთში, მსგავსი სიტუაცია, ძირითადად დილის და საღამოს საათებშია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია